ეპიტაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით აღმაშენებელის საფლავის ეპიტაფია.

ეპიტაფია (ბერძ. epitaphios — საფლავზედა) — წარწერა საფლავის ქვაზე. წარმოიშვა ანტიკურ სამყაროში. ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებილისა ამ ქვენად დარჩენილებთან. დროთა განმავლობაში საეპიტაფიო ხოტბების გვერდით ჩნდება სატირული, პაროდიული ეპიტაფიები.

ალექსანდრე მაკედონელისადმი მიძღვნილი ეპიტაფია:

ვიკიციტატა
„ამ საფლავში ჩაეტია ის, ვისაც მთელი დედამიწა ეპატარავებოდა.“

ისააკ ნიუტონისადმი მიძღვნილი:

ვიკიციტატა
„ეს მარმარილოს ფილა ისააკ ნიუტონს მკვდრადა თვლის მაშინ, როდესაც დრო, ბუნება და ცის კამარა მისი უკვდავების მოწმენი არიან““

დავით აღმაშენებელისადმი მიძღვნილი:

ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. როინ მეტრეველი — „წმინდა დავით აღმაშენებელი“, გვ. 183, 2011 წელი