აცეტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აცეტატის ანიონის სამგანზომილებიანი მოდელი

აცეტატი (ლათ. acetum, „ძმარი“) — C2H3O2 იონი, ძმარმჟავას მარილი ან ეთერი. აცეტატებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში ნახშირწყლებიდან ცხიმების ბიოსინთეზის პროცესში. მრეწველობაში ლითონის აცეტატები გამოიყენება ბეჭდვაში, ვინილის აცეტატები — პლასტმასების წარმოებაში, ცელულოზის აცეტატი — ფოტოგრაფიული ფირების და სინთეზური ქსოვილების წარმოებაში. აქროლად ორგანულ ეთერებს იყენებენ გამხსნელებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]