შინაარსზე გადასვლა

აცეტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აცეტატის ანიონის სამგანზომილებიანი მოდელი

აცეტატი (ლათ. acetum — „ძმარი“) — C2H3O2 იონი, ძმარმჟავას მარილი და ეთერი. მარილები კრისტალური პროდუქტებია, რომელთა უმრავლესობა წყალში კარგად იხსნება. აცეტატებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში ნახშირწყლებიდან ცხიმების ბიოსინთეზის პროცესში. ეთერები აქროლებადი სითხეებია, მათ და განსაკუთრებით კი ეთილაცეტატს ფართოდ იყენებენ ნიტროცელულოზური ლაქების, გლიფთალური და პოლიეთერული ფისების გამხსნელად, ცელულოიდის, კინოფირების წარმოებაში, პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. ვინილაცეტატის საფუძველზე სინთეზურ ბოჭკოებს, ლაქებსა და წებოებს ამზადებენ.

მრეწველობაში ლითონის აცეტატები გამოიყენება ბეჭდვაში, ვინილის აცეტატები — პლასტმასების წარმოებაში, ცელულოზის აცეტატი — ფოტოგრაფიული ფირების და სინთეზური ქსოვილების წარმოებაში. აქროლად ორგანულ ეთერებს იყენებენ გამხსნელებად.