ამერიკული ტბის კუ (ლათ.Emys blandingii ან Emydoidea blandingii) — კუსსახეობაჭაობის კუებისოჯახისა. გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ტბის კუზე არ მოქმედებს დაბერების პროცესი და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტოვებს.[1][2] მისი სხეულის სიგრძეა 18–27 სმ. კარაპაქსი ზეთისხილისფერია წვრილი ღია ლაქებით, პლასტრონი კი — ყვითელი. ბინადრობს მცირედ გამდინარე წყალსატევებში. ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით, უმნიშვნელოდ — თევზითა და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 14–20 წლის ასაკში აღწევს. წყვილდებიან მარტიდანოქტომბრამდე. დედალი დებს 6–12 კვერცხს, საიდანაც გამოჩეკილი კუები გაზაფხულამდე მიწის ქვეშ რჩებიან.[3] ცოცხლობენ 77 წელზე მეტს.[4] ამერიკული ტბის კუს ხორცი საჭმელად ვარგისია.