ამერიკის ესპანური კოლონიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ფერი — ესპანეთის იმპერია XVIII საუკუნის მიწურულს; ნარინჯისფერი — ესპანეთის ტერიტორიული პრეტენზიები

ამერიკის ესპანური კოლონიზაცია (1492—1898, კონკისტა ესპ. La Conquista) დაიწყო 1492 წელს ესპანელი მეზღვაურის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიერ კარიბის ზღვის პირველი კუნძულების აღმოჩენით, რომლებიც ესპანელებმა აზიის ნაწილად მიიჩნიეს. კოლონიზაცია სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვაგვარად გაგრძელდა. კოლონიების უმეტესობამ დამოუკიდებლობის მოპოვება XIX საუკუნეში შეძლო, როდესაც თვითონ ესპანეთში სოციალურ-ეკონომიკურ დაკნინების პერიოდი იყო. მიუხედავად ამისა, კუნძულოვანი რეგიონების მთელი რიგი (კუბა, პუერტო-რიკო, დროებით ასევე დომინიკელთა რესპუბლიკა) იმართებოდა ესპანეთის მიერ 1898 წლამდე, როდესაც აშშ-მ ომის შედეგად ესპანეთს კოლონიები ჩამოართვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]