მოწამლული სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ვიკიფიცირება}} „'''მოწამლული სარტყელი'''“ ({{lang-en|The Poison Belt}}) არის [[ართ…
(განსხვავება არ არის)

15:34, 15 მაისი 2009-ის ვერსია

მოწამლული სარტყელი“ (ინგლ. The Poison Belt) არის ართურ კონან დოილის (დ. 22 მაისი, 1859, ედინბურგი ― გ. 7 ივლისი, 1930, კროუბორო) არცთუ ისე ცნობილი თუ დიდი მოთხრობა, როგორც მაგალითად „დაკარგული ქვეყანაა“, მაგრამ შესაძლებელია „მოწამლული სარტყელი„დაკარგული ქვეყნის“ გაგრძელებლად ჩაითვალოს. „მოწამლული სარტყელი“ გამოქვეყნებულ იქნა 1913 წელს.

სიუჟეტი

ეს ამბავი თავს გადახდა სწორედ „დაკარგული ქვეყნის“ მთავარ გმირებს: ედუარდ მელოუნს, პროფესორ ჯორჯ ედუარდ ჩელენჯერს, ლორდ ჯონ როქსტონს, პროფესორ სამერლისა და ასევე პროფესორი ჩელენჯერის ცოლს. ამბავი იწყება იმით, რომ მელოუნს აგზავნის რედაქტორი პროფესორ ჩელენჯერთან ინტერვიუს ასაღებად, რომელსაც დილის გაზეთში გამოქვეყნებული ჰქონდა სკანდალური წერილი იმის შესახებ, რომ დედამიწას დიდი საშიშროება ემუქრებოდა. მელოუნს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა ჩელენჯერთან მისვლა დაკარგული ქვეყნის აღმოჩენის 3 წლის თავის აღსანიშნავად. წასვლის წინ მელოუნს მოუვიდა დეპეშა ჩელენჯერისაგან, რომელში ეწერა: „წამოიღეთ ჟანგბადი“. შემდეგ აღმოჩდნა, რომ ასეთი დეპეშა სამერლისაც და ლორდ ჯონსაც მიეღო. სამივემ შეასრულა დაკისრებული „მისია“. შემდეგ სამივე ერთად გაემგზავრა მატარებლით ჩელენჯერის სახლისკენ. მატარებელში უცნაური ამბები გადახდათ თავს: სამივე ძალიან აღგზნებული იყო, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და სისულელეებს აკეთებდნენ: ლოედ ჯონი რაღაცას ყვებოდა უცნაურ ხარზე, პროფესორი სამერლი ხმით ბაძავდა სხვადასხვა ცხოველებსა თუ ფრინველებს, ხოლო მელოუნმა ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ ტირილი მორთო. როდესაც ისინი ჩელენჯერთან ჩავიდნენ, მან უთხრა რომ ყველაფერი ეს აღგზნებულობა და სულელური საქციელი იმის ბრალი იყო, რომ დედამიწა შევიდა მოწამლულ სარტყელში და ყველა ადამიანისთვის გარდაუვალი იყო ჯერ სულელურად მოქცევა და შემდეგ სიკვდილი, ისინი კი, შეასაძლოა ჰერმეტიულად დახურული ოთახითა და ჟანგბადის ბალონებით გადარჩენილიყვნენ. ისინი ასეც მოიქცნენ. ერთი დღე-ღამე ისხდნენ ოთახში აკვირდებოდნენ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი სახლებს, როგორ იხოცებოდა ხალხი, ფეთქდებოდა მატარებლები. ბოლოს მათ ჟანგბადი გაუთავდათ და გადაწყვიტეს, რომ გაგუდვით სიკვდილს ისევ მოწამვლით სიკვდილი სჯობდა, მათ გატეხეს ფანჯარა და... არაფერი მოხდა, დედამიწა გამოსულიყო მოწამლული სარტყელიდან. მეგობრებმა გადაწყვიტეს ლონდონში ჩასვლა და იქაურობის დათვალიერება. როდესაც ჩავიდნენ ნახეს, რომ ლონდონი მომკვდარიყო, ყველგან ხალხის გვამები იყო. ლონდონის ქუჩებში სიარულისას ერთ-ერთ ფანჯარაში შეამჩნის თეთრი ცხვირსახოცი. მათ მაშინვე შეაჩერეს მანქანა და იმ სართულისკენ აირბინეს, სადაც თეთრი ცხვირსახოცი დაინახეს და როდესაც იქ შევიდნენ დაინახეს მარტოხელა მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ასთმა ჰქონია და ჟანგბადი ჰქონდა გამოწერილი და როდესაც ჰაერის უკმარისობა უგვრძნია აუღია ჟანგბადის ბალონი ჩაუსუნთქვია და ასე გაუტარებია მთელი ღამე. ქალბატონი მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ მისი ერთადერთი სარჩო, რკინიგზის აქციები დაკრგული იყო. მეგობრებმა წასვლამდე ქლბატონს ყველაფერი საჭიროთი მოამარაგეს და ერთ-ორ დღეში დაბრუნებას დაპირდნენ. შემდეგ წავიდნენ ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში, სადაც ძველი ზარის რეკვა დაიწყეს, რათა სხვა გადარჩენილებიც ეპოვათ. დიდი წვალების შემდეგ არავინ გამოეხმაურათ და გადაწყვიტეს ჩელენჯერის სახლში დაბრუნება. შემდეგ დღეს როცა ფანჯარაში გაიხედეს დაინახეს როგორ ცოცხლდებოდა ხალხი და ცხოველები. გაირკვა რომ ეს სიკვდილი კი არა, არამედ მოკლე კომა იყო, რომლის სიკვდილისაგან გარჩევა ძალიან ძნელია. ამის შემდეგ ჩელენჯერთან ერთი ამერიკელი ჟურნალისტი მოვიდა, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა რაც მოხდა იმის შესახებ. პროფესორმა ჩელენჯერმა მას ყველაფერი აუხსნა, რის შემდეგაც ეს გაზეთების მთავარ თემად იქცა.

რესურსები ინტერნეტში

მოწამლული სარტყელის“ ინტერნეტ ყიდვა(elva.ge)

იხილეთ ასევე

დაკარგული ქვეყანა