იური ჩაიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Yuriy Chaika (2017-01-11).jpg|მინი|იური ჩაიკა]]
[[ფაილი:Yuriy Chaika (2017-01-11).jpg|მინი|იური ჩაიკა]]
'''იური ჩაიკა''' ({{lang-ru|Ю́рий Я́ковлевич Чайка}}; დ. [[21 მაისი]], [[1951]], ნიკოლაევსკი ამურზე, ხაბაროვსკის მხარე, რსფსრ, სსრკ]]) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი. 2006 წლის 23 ივნისიდან რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი 1999 წლის 17 აგვისტოდან 2006 წლის 23 ივნისამდე.მიღებული აქვს არაერთი ჯილდო,როგორც საერთაშორისო ასევე რუსული.
'''იური ჩაიკა''' ({{lang-ru|Ю́рий Я́ковлевич Чайка}}; დ. [[21 მაისი]], [[1951]], ნიკოლაევსკი ამურზე, ხაბაროვსკის მხარე, რსფსრ, [[სსრკ]]) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი. 2006 წლის 23 ივნისიდან 2020 წლის 22 იანვრამდე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი 1999 წლის 17 აგვისტოდან 2006 წლის 23 ივნისამდე.მიღებული აქვს არაერთი ჯილდო,როგორც საერთაშორისო ასევე რუსული.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

21:03, 24 ივნისი 2021-ის ვერსია

იური ჩაიკა

იური ჩაიკა (რუს. Ю́рий Я́ковлевич Чайка; დ. 21 მაისი, 1951, ნიკოლაევსკი ამურზე, ხაბაროვსკის მხარე, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი. 2006 წლის 23 ივნისიდან 2020 წლის 22 იანვრამდე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი 1999 წლის 17 აგვისტოდან 2006 წლის 23 ივნისამდე.მიღებული აქვს არაერთი ჯილდო,როგორც საერთაშორისო ასევე რუსული.

ბიოგრაფია

დაიბადა 1951 წლის 21 მაისს, ნიკოლაევსკში ამურზე, ხაბაროვსკის მხარეში. 1976 წელს დაამთავრა სვერდლოვსკის იურიდიული ინსტიტუტი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“.

1976 წლიდან მუშაობდა ჯერ სტაჟორად, შემდეგ კი გამომძიებლად უსტ-უდინსკის რაიონში, ირკუტსკის ოლქში. მოგვიანებით გახდა ტულუნსკის რაიონათშორისი პროკურორის მოადგილე, კვლავაც ირკუტსკის ოლქშიც.

1979-1984 წლებში აღმოსავლეთ ციმბირი სატრანსპორტო პროკურატორის სატრანსპორტო პროკურორი და საგამოძიებო განყოფილების უფროსი.

1984-1986 და 1988-1990 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიის ირკუტსკის საოლქო კომიტეტში, იყო სკკპ-ს ირკუტსკის საოლქო კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების ინსტრუქტორი.

1986-1988 წლებში იყო ირკუტსკის ოლქის პროკურორის პირველი მოადგილე და საგამოძიებო განყოფილების უფროსი.

1990-1992 წლებში იყო აღმოსავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურის პროკურორი.

1992-1995 წლებში იყო ირკუტსკის ოლქის პროკურორი.

1995-1999 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

1999 წლის აპრილ-აგვისტოში იყო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი.

1999 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივნისამდე იკავებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას.

2006 წლის 23 ივნისიდან იკავებდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2011 წლის 22 ივნისს დანიშნეს კიდევ ერთ ხუთწლიან ვადაზე.

2016 წლის 15 ივნისს დანიშნეს კიდევ ერთ ხუთწლიან ვადაზე.

ოჯახი

იური ჩაიკა დაქორწინებულია. ჰყავს ორი ვაჟი, არტიომი (დ. 1975) და იგორი (დ. 1988).[1] 2016 წლის ზაფხულში, „როსრეესტრმა“ შეიტანა ცვლილებები ჩაიკას შვილების უძრავი ქონების დოკუმენტებში: ასე, სახელების ნაცვლად, ძმები ჩაიკების სახელები მითითებული იყო, როგორც ЛСДУ3 (არტიომის შემთხვევაში) და ЙФЯУ9 (იგორის შემთხვევაში).[2] მოგვიანებით, პოლიტექნიკური მუზეუმის მათემატიკური ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოახერხეს, ეპოვნათ სახელების შეცვლის ალგორითმი.[3] 2016 წლის აგვისტოდან, „როსრეესტრმა“ ჩაიკას შვილების ქონებაზე „მფლობელის გრაფაში“ უთითებს „Физическое лицо Значение отсутствует“ (ფიზიკური პირი; მონაცემები არ არის).[4] უფროსი შვილი, არტიომი, არის იურიდიული მეცნიერებების კანდიდატი (2002). ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ სპეციალობით მუშაობდა, ხოლო შემდეგ დაიწყო ბიზნეს-კარიერა. უმცროსი შვილიც, იგორი, დაკავებულია ბიზნესით.

კრიტიკა

2007 წლიდან, გენერალურ პროკურატურასთან საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასტრიკინთან აწარმოებს უწყებათშორის ბრძოლას.

2011 წელს „Игорное дело“-ს ხშირად უკავშირებდნენ იური ჩაიკას, მის ზოგიერთ ნათესავს და უახლოეს თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს (მათ შორის გენერალური პროკურორის მოადგილეებიც იყვნენ). თავად ჩაიკა ყოველ წელს ითხოვს საგამოძიებო კომიტეტისგან, შეწყდეს მოსკოვურ კაზინოებთან დაკავშირებული გამოძიება.

2015 წლის 1 დეკემბერს ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გაასაჯაროვა ფილმი-გამოძიება „ჩაიკა“, რომელშიც ავტორები ჩაიკას შვილებსა და მასთან დაახლოებულ პირებს უკანანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ფილმში მოცემული იყო იური ჩაიკას და მისი შვილების, არტიომის და იგორის კავშირის მტკიცებულება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან სერგეი ცაპკის მეთაურობით.[5][6][7] ფილმს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან რეაქცია არ მოჰყოლია. ჩაიკას მხარდასაჭერად „Crocus Group“-ის პრეზიდენტმა, არას აგალაროვმა გაზეთ „Коммерсантъ“-ში, სარეკლამო უფლებებზე, გამოაქვეყნა სტატია, სადაც განაცხადა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდო არ იყო, ხოლო ბოლოში მოახდინა მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრის, დოქტორ იოზეფ პაულ გებელსის ციტირება: „ტყუილი, გამეორებული ათასჯერ, სიმართლე ხდება“.[8]

გამონათქვამები

2012 წლის 3 იანვარს, „Российская газета“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩაიკამ განაცხადა, რომ 2011 წლის დეკემბერში ჩატარებული მიტინგები საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა და რომ „ფული ამ ყველაფერზე ხშირად მოდიოდა წყაროებიდან, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ იყო“. „Новая Газета“-ს ჟურნალისტებმა სთხოვეს ჩაიკას, აეხსნა თავისი სიტყვები და დაინტერესდნენ, ჩაატარა თუ არა რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ შემოწმება ამ ეჭვთან დაკავშირებით ან იყო თუ არა ეს გენერალური პროკურორის პირადი, სუბიექტური აზრი.

რესურსები ინტერნეტში

  • Сергей Смирнов. (16 декабря 2015 г., 16:28) Прокурор под надзором. Meduza. ციტატა: „Чайка работает в Генпрокуратуре с середины девяностых, с 1999-го по 2006-й он возглавлял Министерство юстиции. Генпрокурор уже попадал в коррупционные истории, а как глава надзорного ведомства проигрывал крупные аппаратные войны; однако он всегда оставался при должности — благодаря непубличности и полной лояльности руководству страны. По просьбе „Медузы“ биографию Юрия Чайки рассказывает главный редактор издания „Медиазона“ Сергей Смирнов.“ ციტირების თარიღი: 2015-12-21.

სქოლიო