ერისიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Burduxanasablana-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Erisioni 2.jpg|300px|მინი|ერისიონი 2010 წელს]]
[[ფაილი:Erisioni 2.jpg|300px|მინი|ერისიონი 2010 წელს]]

'''ერისიონი''' — [[საქართველო|ქართული]] ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამლი.
'''ერისიონი''' — [[საქართველო|ქართული]] ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ანსამბლი პროფესიული სცენიდან წარმოაჩენს პლანეტაზე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტუმებით, ქართული ხასიათით, ბუნებით. მსოფლიოს გამოჩენილ ფოლკლორისტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ხალხური სიმღერა, მისი პოლიფონიური მუსიკალური აზროვნება კანონგარეშეა და ამაზე არც დაობენ.

13:47, 6 ივნისი 2020-ის ვერსია

ერისიონი 2010 წელს

ერისიონიქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ანსამბლი პროფესიული სცენიდან წარმოაჩენს პლანეტაზე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტუმებით, ქართული ხასიათით, ბუნებით. მსოფლიოს გამოჩენილ ფოლკლორისტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ხალხური სიმღერა, მისი პოლიფონიური მუსიკალური აზროვნება კანონგარეშეა და ამაზე არც დაობენ.

მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ”ერისიონის” მიერ წარმოდგენილი შოუ-პროგრამები, რომლებიც დაყრდნობილია ქართულ ხალხურ სიმღერესა და ცეკვაზე, არამარტო უძლებენ დროს მოთხოვნებს, არამედ უსწრებენ კიდეც მას თვითმყოფადობითა და შეუდარებელი პოლოფონიური აზროვნების წყალობით. ამ ბოლო ხანებში ანსამბლმა ახალი შოუ-პროგრამის „ქართული საგანძურის“ დადგმა განახორციელა და წარუდგინა, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელს. სპეციალისტთა და მაყურებელთა შეფასებით, ახალი შოუ პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ყველა ერთხმად აღნიშნავს, იგი ერისიონის მიერ განხორციელებულ შოუ პროგრამათა,შორის (საქვეყნოდ ცნობილ „ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა“, ლეგენდა ქარიშხალზე ჩათვლითაც), დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც უფრო დინამიური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც საოცარი ეთნოგრაფიული სიზუსტით და თანამედროვე ტექნიკური საშუალების დახმარებით (მხატვრული განათება, გახმოვანება...) ხატოვნად წარმოგვიდგენს საქართველოს უძველეს ისტორიას.

აღწერა

ერისიონი შეიქმნა 1885 წელს და 2000 წლიდან მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცენტენტო შემთხვევაა, როგორც ჩვენში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ მუზეუმსაც კი უწოდებენ.

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი შექმნის დღიდან ეროვნული ფოლკლორის, მისი ტრადიციების, პირველწყაროს ერთგულებით და სტრუკტურული წყობითაც, ერთად-ერთია ქვეყანაში, რომელსაც ძალუმს გააცოცხლოს, შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებული და გამობრძმედილი ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები : ორპირული გუნდები,საფერხულო, სარიტუალო, საზეიმო და სხვა, ნიმუშები, რომელთა შესრულება დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. მისი ესოდენ მრავალფეროვანი ბუნების გამო, ანსამბლმა თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა: პარიზი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ-იორკი,ლოს-ანჯელოსი, ჩიკაგო, მადრიდი, პეკინი, მოსკოვი, პეტერბურგი, სინგაპური და სხვა.

1999 წელს ანსამბლს ერისიონი ეწოდა (რაც სულხან საბას განმარტებით ცისიერს, მთის წვერს, ზევითს ნიშნავს). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერისიონისათვის ბოლო 10 წელი, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის პროდიუსერ ჯიმ ლოოსთან. 2002 წელს პარიზში ერისიონს გადაეცა ოქროს დისკი.

ხელმძღვანელობა

1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ბატონი ჯემალ ჭკუასელი. მთავარი ქორეოგრაფი-საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ბატონი რევაზ ჭოხონელიძე.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: