ჯემალ ჭკუასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯემალ ჭკუასელი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1935
შემოქმედი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 2021 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
საქმიანობა მომღერალი, ქორეოგრაფი
დამსაქმებელი ერისიონი
რელიგია მართლმადიდებლობა
მეუღლე(ები) გიული ჭულუხაძე
მშობლები მამა: შერმანდი ჭკუასელი
დედა: ანა გალოგრე
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1995).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1935 წლის 18 მაისს შერმადინ ჭკუასელისა და ანა გალოგრეს ოჯახში.

1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.

1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]

2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.[2]

პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 2021 წლის დეკემბერში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.[3]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 403, თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის ვარსკვლავი გაიხსნება. „ინტერპრესნიუსი“ (18 მაისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2021.
  2. ჯემალ ჭკუასელი - 80. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტრო (17 მაისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-15. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2021.
  3. 86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
  4. 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. IDFI. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2021.