ალექსანდრე რეხვიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ დაემატა კატეგორია:დაბადებული 17 იანვარი გაჯეტ HotCat-ით |
მ დაემატა კატეგორია:დაბადებული 1938 გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 41: | ხაზი 41: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 17 იანვარი]] |
[[კატეგორია:დაბადებული 17 იანვარი]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 1938]] |
11:55, 23 იანვარი 2020-ის ვერსია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ალექსანდრე რეხვიაშვილი}} |
ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი (დ. 17 იანვარი, 1938, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167-ე საშუალო სკოლა. 1962 წელს — საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს — ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).
ფილმოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი:
- „ნუცა“ (1971)
- „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978)
- „გზა შინისაკენ“ (1981)
- „საფეხური“ (1986)
- „მიახლოება“ (1989)
- „უკანასკნელნი“ (დოკუმენტური, 2006)
- „იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის“ (დოკუმენტური, 2008)
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
პროდიუსერი:
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
დამდგმელი ოპერატორი:
- „ალავერდობა“ (1962)
- „მიქელა“ (1965)
- „ფიროსმანი“ (1969)
- „ძაღლი“ (1974)
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
გადაღებულია ფილმში:
- „ფიროსმანი“ (1969)
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 750, ISBN 978-99928-20-35-3.