ჰინდი ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
95.137.156.149-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.0]
ხაზი 23: ხაზი 23:
[[ინდოეთი]] (შტატები: [[უტარ-პრადეში]], [[მადჰია-პრადეში]], [[ჰარიანა]], [[ბიჰარი]], [[რაჯასტჰანი]], [[ჰიმაჩალ-პრადეში]], [[დელი]]), [[ნეპალი]], [[ფიჯი]] ...
[[ინდოეთი]] (შტატები: [[უტარ-პრადეში]], [[მადჰია-პრადეში]], [[ჰარიანა]], [[ბიჰარი]], [[რაჯასტჰანი]], [[ჰიმაჩალ-პრადეში]], [[დელი]]), [[ნეპალი]], [[ფიჯი]] ...


== ანბანი ==
(Hindi) es sityva egvipturia da shvedurad nishnavs enas.

ჰინდი ენა იყენებს ანბანს, რომელიც წარმოადგენს სანსკრიტული ანბანის [[დევანაგარი]]ს გავრცობილ ფორმას (დამატებულია 8 ფონემა). ანბანში 54 სრულფასოვანი ასო-ნიშანია. არსებობს მრავალი დამხმარე და დიაკრიტიკული ნიშანი და ლიგატურა.


[[სანსკრიტი|სანსკრიტული]] დევანაგარი წარმოადგენს ე.წ. მარცვლოვან დამწერლობას. თითოეული თანხმოვნის აღმნიშვნელი ფონემა (განსაკუთრებული ნიშნის გარეშე) მკაცრი წესისამებრ იკითხება მომდევნო მოკლე ხმოვნის अ ''a''–ს თანხლებით. თანამედროვე ჰინდის დამწერლობაში ამ მკაცრ წესს ძირითადში ექვემდებარება (ისიც ნაწილობრივ) მხოლოდ სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვები. ხოლო თავად ჰინდი–დამწერლობაში საერთო უნივერსალური წესის თანახმად თანხმოვანი მარცვლის და სიტყვის ბოლოში (ყოველგვარი დიაკრიტიკული ნიშნის გარეშეც) ამ მოკლე अ ''a''–ს გარეშე გამოითქმის. ეს ნაწილობრივ ართულებს გამართულ (მარცვლოვან) კითხვას, რადგან მრავალფონემიან სიტყვებში მარცვლების ზუსტი განსაზღვრა ხშირად ენის როგორც დედაენის ცოდნას ითვალისწინებს და შემსწავლელისთვის ტრანსკრიფციის საჭიროებას ქმნის. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ჰინდი–დამწერლობა მხოლოდ პირობითად შეიძლება მარცვლოვან დამწერლობად ჩაითვალოს.
[[სანსკრიტი|სანსკრიტული]] დევანაგარი წარმოადგენს ე.წ. მარცვლოვან დამწერლობას. თითოეული თანხმოვნის აღმნიშვნელი ფონემა (განსაკუთრებული ნიშნის გარეშე) მკაცრი წესისამებრ იკითხება მომდევნო მოკლე ხმოვნის अ ''a''–ს თანხლებით. თანამედროვე ჰინდის დამწერლობაში ამ მკაცრ წესს ძირითადში ექვემდებარება (ისიც ნაწილობრივ) მხოლოდ სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვები. ხოლო თავად ჰინდი–დამწერლობაში საერთო უნივერსალური წესის თანახმად თანხმოვანი მარცვლის და სიტყვის ბოლოში (ყოველგვარი დიაკრიტიკული ნიშნის გარეშეც) ამ მოკლე अ ''a''–ს გარეშე გამოითქმის. ეს ნაწილობრივ ართულებს გამართულ (მარცვლოვან) კითხვას, რადგან მრავალფონემიან სიტყვებში მარცვლების ზუსტი განსაზღვრა ხშირად ენის როგორც დედაენის ცოდნას ითვალისწინებს და შემსწავლელისთვის ტრანსკრიფციის საჭიროებას ქმნის. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ჰინდი–დამწერლობა მხოლოდ პირობითად შეიძლება მარცვლოვან დამწერლობად ჩაითვალოს.

11:22, 21 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ჰინდი (हिन्दी) — ენა ჰინდუსტანის ერთ-ერთი ვარიანტი, სამწერლობო და ლიტერატურული ენა, რომელსაც იყენებენ ინდუისტები (ჰინდუსტანის მეორე ვარიანტი არის ურდუ - მუსლიმების ენა). მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდური ჯგუფის ენებს.

თავისი მუსულმანური ვარიანტის — ურდუსგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენებს არაბულ ანბანს, ჰინდიზე წერენ დევანაგარის შრიფტით.

ზოგადი ცნობები

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >480 მლნ
  • ენის კოდი: hi
  • სახელწოდება: hi - Hindî; en - Hindi; eo - Hinda
  • დამწერლობა: დევანაგარი

ჰინდი (ფართო გაგებით) მოიცავს ბევრ სხვა შედარებით მცირე ენასა და დიალექტს ინდოეთსა და პაკისტანში: სანსი, კაბუტრა, ბუნდელი (600 ათასიდან რამდენიმე მილიონამდე), ბრაჯი, ჰარიანი, კანაუჯი, ბჰაია, ჩამარი და სხვა.

სტატუსი

ოფიციალური ენა:

  • ინდოეთი - სხვა 15 ენასთან ერთად.
  • ფიჯი - ინგლისურთან და ფიჯიურთან ერთად.

გავრცელების არეალი:

ინდოეთი (შტატები: უტარ-პრადეში, მადჰია-პრადეში, ჰარიანა, ბიჰარი, რაჯასტჰანი, ჰიმაჩალ-პრადეში, დელი), ნეპალი, ფიჯი ...

ანბანი

ჰინდი ენა იყენებს ანბანს, რომელიც წარმოადგენს სანსკრიტული ანბანის დევანაგარის გავრცობილ ფორმას (დამატებულია 8 ფონემა). ანბანში 54 სრულფასოვანი ასო-ნიშანია. არსებობს მრავალი დამხმარე და დიაკრიტიკული ნიშანი და ლიგატურა.

სანსკრიტული დევანაგარი წარმოადგენს ე.წ. მარცვლოვან დამწერლობას. თითოეული თანხმოვნის აღმნიშვნელი ფონემა (განსაკუთრებული ნიშნის გარეშე) მკაცრი წესისამებრ იკითხება მომდევნო მოკლე ხმოვნის अ a–ს თანხლებით. თანამედროვე ჰინდის დამწერლობაში ამ მკაცრ წესს ძირითადში ექვემდებარება (ისიც ნაწილობრივ) მხოლოდ სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვები. ხოლო თავად ჰინდი–დამწერლობაში საერთო უნივერსალური წესის თანახმად თანხმოვანი მარცვლის და სიტყვის ბოლოში (ყოველგვარი დიაკრიტიკული ნიშნის გარეშეც) ამ მოკლე अ a–ს გარეშე გამოითქმის. ეს ნაწილობრივ ართულებს გამართულ (მარცვლოვან) კითხვას, რადგან მრავალფონემიან სიტყვებში მარცვლების ზუსტი განსაზღვრა ხშირად ენის როგორც დედაენის ცოდნას ითვალისწინებს და შემსწავლელისთვის ტრანსკრიფციის საჭიროებას ქმნის. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ჰინდი–დამწერლობა მხოლოდ პირობითად შეიძლება მარცვლოვან დამწერლობად ჩაითვალოს.

თანხმოვნები

(ასოთა თანმიმდევრობა უძველეს ინდოელ ფილოლოგთა მიერ შემუშავებული გარკვეული წესის და რიგის (არტიკულაციის პრინციპების) მიხედვითაა შედგენილი, ზოგიერთს ქართული შესატყვისი ფონემა აქვს დართული უფრო ნათელი აღქმისთვის):

kakha (ქ) ग gaghaṅacachaja (ჯ) झ jha (ჯ) ञ ñaṭaṭhaḍaḍhaṇata (ტ) थ tha (თ) द dadhanapapha (ფ) ब babhamayaralavaśaṣasaha.

წერტილის მეშვეობით გავრცობილი დამატებითი ასოები, რომლებიც ჰინდი ენის საკუთრებრივ სასისმიერ ფონემებს ასახავს:

ड़ ṛa ढ़ ṛha.

ასევე წერტილის მეშვეობით გავრცობილი დამატებითი ასოები, რომლებიც სპარსულ–არაბულიდან ნასესხებ ფონემებს გამოხატავს:

क़ qa (ყ) ख़ Kha (ხ) ग़ ġa (ღ) ज़ za फ़ fa (თანამედროვე ჰინდი ენაში წერტილს მეტწილად უგულველყოფენ იგივე ტენდენციით, რომ მოცემული ნასესხები ფონემები ჰინდისთვის დამახასიეთებელ შესატყვის ასო–ბგერებად წარმოთქმევა: क kakha (ქ) ग gaja (ჯ) फ pha (ფ)).

ხმოვნები

მოკლე ხმოვნები:

a (თანხმოვანთან პოზიციაში – არ აისახება, მაგრამ იგულისხმება) इ i (თანხმოვანთან პოზიციაში - ि) उ u (თანხმოვანთან პოზიციაში – ु) ए e(თანხმოვანთან პოზიციაში – े).

გრძელი ხმოვნები:

ā (თანხმოვანთან პოზიციაში – ा) ई ī (თანხმოვანთან პოზიციაში – ी) ऊ ū (თანხმოვანთან პოზიციაში – ू) ओ o (თანხმოვანთან პოზიციაში – ो).

დიფტონგები:

ai (თანხმოვანთან პოზიციაში – ै) औ au (თანხმოვნთან პოზიციაში – ौ).

ნახევრადხმოვნები (მხოლოდ სანსკრიტიდან ნასესხებ სიტყვებში):

(თანხმოვანთან პოზიციაში – ृ) ॠ (თანხმოვანთან პოზიციაში – ॄ, ორივე პრაქტიკულად გამოითქმის როგორ «რი») ऌ (თანხმოვანთან პოზიციაში – ॢ) ॡ (თანხმოვანთან პოზიციაში – ॣ, ორივე პრაქტიკულად გამოითქმის როგორ «ლი»).

გარდა ამისა, ჰინდი ენაში არის დამატებითი (ასე ვთქვათ: დიაკრიტიკული) ნიშნები:

ხმოვნის შემდეგ ფონემები ङ ṅañaṇana და म ma ხშირად გამოიხატება ნიშნებით ँ ან ं, სანსკრიტიდან ნასესხებ ზოგიერთ სიტყვაში თანმხოვანს ह ha აქვს ფორმა ः .

განსაკუთრებული ნიშანი ् – თანხმოვანს «უშლის» მის მარცვლოვან ხმოვანს अ a.

ინგლისური ენიდან ნასესხებ სიტყვებში ხმოვნის [ɒ] გამოსახატავად არსებობს ნიშანი ॅ, მაგ. डॉक्टर ḍôkṭar (doctor).

ასევე არსებობს უთვალავი ლიგატურა, ანუ თანხმოვანთა ერთმანეთზე გადაბმის შედეგად მიღებული ასო–ნიშანთა ფორმა. ყველაზე ხშირია სამი მათგანი:

त्र tra क्ष kṣa ज्ञ jña.

სასვენი ნიშნები:

। "წერტილი" და ॥ "აბზაცის, ტექსტის დასრულების ნიშანი". ევროპულ ენათა გავლენით იხმარება თითქმის ყველა სხვა სასვენი ნიშანიც.

რიცხვები

0 1 2 3 4 5 6 7 8 9

გრამატიკა

მეტყველების ნაწილები

ჰინდი ენაში არის 10 მეტყველების ნაწილი: (ტერმინოლოგია, რა თქმა უნდა, სანსკრიტული ენიდანაა ნასესხები, ისევე, როგორც ბევრ ევროპულ ენაში – ლათნურიდან)

  1. არსებითი სახელი — संज्ञा saṁjñā
  2. ზედსართავი სახელი — विशेषण viśeṣaṇa
  3. ნაცვალსახელი — सर्वनाम sarvanāma
  4. ზმნა — क्रिया kriyā
  5. ზმნიზედა — क्रियाविशेषण kriyāviśeṣaṇa
  6. რიცხვითი სახელი — संख्या saṁkhyā
  7. თანდებული — परसर्ग parasarga (ჰინდი ენაში წინდებულები თითქმის არაა, ქართულივით თანდებულებია)
  8. კავშირი — संयोजक saṁyojaka
  9. ნაწილაკი — निपात nipāta
  10. შორისდებული — विस्मयादिबोधक vismayādibodhaka

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Namasté; Namaskaar
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Swaagatam
  • გმადლობთ - Shukriya
  • კი / არა - Haan; Ji haan / Nahin; Ji nahi
  • გეთაყვა - Merhabani karke
  • ნახვამდის - Phir milenge; Namasté; Alvida

რიცხვები

  • 1 - ek, 2 - do, 3 - ti:n, 4 - cha:r, 5 - pa:nch, 6 - chhe, 7 - sa:t, 8 - a:th, 9 - nau, 10 - das

ლექსიკონები

ასათიანი, მერი: თანამედროვე სალიტერატურო ჰინდი ენის ლექსიკოლოგიის საკითხები / გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი - თბ. : მეცნიერება, 1980

ლიტერატურა

  • Bhatia, Tej K A History of the Hindi Grammatical Tradition. Leiden, Netherlands & New York, NY: E.J. Brill, 1987. ISBN 90-04-07924-6
  • Tiwari, deepa, "[1]," The Hindi Stories. April 2015.

რესურსები ინტერნეტში