MediaWiki: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
| თარიღი = |
| თარიღი = |
||
}} |
}} |
||
'''MediaWiki''' ([[ქართული ენა|ქართულად]]: '''მედიავიკი''') — პროგრამული მექანიზმი |
'''MediaWiki''' ([[ქართული ენა|ქართულად]]: '''მედიავიკი''') — პროგრამული მექანიზმი [[საიტი|ვებ-გვერდებისათვის]], რომელიც მუშაობს [[Wiki]]ს ტექნოლოგიაზე. ის დაწერილია სპეციალურად [[ვიკიპედია|ვიკიპედიისათვის]] და გამოიყენება [[ფონდი ვიკიმედია|ფონდი ვიკიმედიის]] სხვა პროექტებშიც. მას აგრეთვე იყენებენ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც. MediaWiki თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს და ვრცელდება [[GNU General Public License]]-ის პირობებით. |
||
MediaWiki დაწერილია [[PHP]]-ზე და მონაცემთა შენახვისათვის იყენებს მონაცემთა რელაციურ ბაზას (შეიძლება [[MySQL]]-ის, [[PostgreSQL]]-ის, [[SQLite]]-ისა და [[Oracle]]-ის გამოყენება); აქვს პროგრამების — [[memcached]]-ის და [[Squid]]-ის მხარდაჭერა. |
MediaWiki დაწერილია [[PHP]]-ზე და მონაცემთა შენახვისათვის იყენებს მონაცემთა რელაციურ ბაზას (შეიძლება [[MySQL]]-ის, [[PostgreSQL]]-ის, [[SQLite]]-ისა და [[Oracle]]-ის გამოყენება); აქვს პროგრამების — [[memcached]]-ის და [[Squid]]-ის მხარდაჭერა. |
11:46, 9 ივნისი 2016-ის ვერსია
MediaWiki | |
---|---|
ფაილი:Chrome snapshot.png | |
ავტორი | მაგნუს მანსკე, ლი დენიელ კროკერი |
მწარმოებელი | Wikimedia Foundation და MediaWiki-ის მოხალისეები |
გამოვიდა | 25 იანვარი, 2002 |
პროგრამირების ენა | PHP |
ოს | Windows, OS X, Linux, FreeBSD, Solaris, NetWare |
ენა | 205[1] |
ჟანრი | Wiki |
ლიცენზია | GPLv2+[2] |
საიტი | mediawiki.org |
MediaWiki (ქართულად: მედიავიკი) — პროგრამული მექანიზმი ვებ-გვერდებისათვის, რომელიც მუშაობს Wikiს ტექნოლოგიაზე. ის დაწერილია სპეციალურად ვიკიპედიისათვის და გამოიყენება ფონდი ვიკიმედიის სხვა პროექტებშიც. მას აგრეთვე იყენებენ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც. MediaWiki თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს და ვრცელდება GNU General Public License-ის პირობებით.
MediaWiki დაწერილია PHP-ზე და მონაცემთა შენახვისათვის იყენებს მონაცემთა რელაციურ ბაზას (შეიძლება MySQL-ის, PostgreSQL-ის, SQLite-ისა და Oracle-ის გამოყენება); აქვს პროგრამების — memcached-ის და Squid-ის მხარდაჭერა.
MediaWiki წარმოადგენს გვერდების ბაზებთან მუშაობის ინტერფეისს, სისტემის ადმინისტრირებასთან წვდომის უფლებების გამიჯვნის შესაძლებლობას, ტექსტის დამუშავების საშუალებას როგორც ვიკი-ტექსტის საკუთარ ფორმატში, ისე HTML-ისა და TeX-ის ფორმატებში (ფორმულებისთვის), გამოსახულებებისა და სხვა ფაილების ატვირთვის შესაძლებლობას.
გაფართოების მოქნილი სისტემა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დაამატოს საკუთარი ახალი შესაძლებლობები და პროგრამული ინტერფეისები.
MediaWiki-ის ლოგოტიპი არის სიმბოლო გამოყენებული მარკირების ენისა, რომელშიც ბმულების შექმნისათვის გამოიყენება კვადრატული ფრჩხილები ([[]]), რაც გაცილებით უფრო ადვილია HTML-ის ტრადიციულ სინტაქსისთან შედარებით.
MediaWiki იყო შემუშავებული სპეციალურად ვიკიპედიისთვის გერმანელი სტუდენტის მაგნუს მანსკეს მიერ. თავდაპირველად გამოიყენებოდა UseModWiki-ი (აგრეთვე ცნობილი როგორც „ფაზა I“ — „Phase I“), დაწერილი Perl-ზე. შემდეგ, 2002 წლის 25 იანვარს ახალი ვერსია („ფაზა II“ — „Phase II“) გადავიდა PHP-ის გამოყენებაზე. ვიკიპედიელთა შორის ეს დღე ცნობილია როგორც „მაგნუს მანსკეს დღე“.
შემდეგი, გაფართოებული და დამატებული ვერსია ერთ დროს ატარებდა სახელწოდებას „ფაზა III“ („Phase III“), თუმცა შემდგომ გადაერქვა და ეწოდა MediaWiki, რამეთუ პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების გამოყენება გახდა შესაძლებელი არა მხოლოდ ვიკიპედიაში, არამედ სხვა პროექტებშიც, და შეიქმნა აუცილებლობა ვერსიის დახვეწილი ნუმერაციისათვის.
სახელწოდება „MediaWiki“ — სიტყვების თამაშია, იგი ხმას აწვდის სახელწოდება „ვიკიმედიას“ — ვიკიპედიის მშობლიურ ორგანიზაციას. ამ სახელწოდებას ხშირად აკრიტიკებენ „Wikimedia“-ს სახელწოდებასთან არევის გამო.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Supported languages. translatewiki.net.
- ↑ Copyright. mediawiki.org.