გინეკოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 63 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1221899
ხაზი 8: ხაზი 8:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Gynaecology}}
{{ქსე|3|156-157|უსტიაშვილი ა.}}
{{ქსე|3|156-157|უსტიაშვილი ა.}}
* ''ღამბარაშვილი გ.,'' გინეკოლოგია [სახელმძღვანელო], თბ., 1941;
* ''ღამბარაშვილი გ.,'' გინეკოლოგია [სახელმძღვანელო], თბ., 1941;

21:32, 10 აგვისტო 2013-ის ვერსია

ექიმი აწარმოებს ქალის გენიტალიების გამოკვლევას, თუმცა სასქესო ორგანოებს არ დაჰყურებს. სურათი, 1822 წელი. ჟაკ-პიერ მენიე.

გინეკოლოგია (ბერძ. γυναίκα – „ქალი“ da λόγος — „შესწავლა“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს მათ დარღვევებს. ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მჭიდროდ არის დაკავშირებული მეანობასთან. გინეკოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XVI-XVII საუკუნეებში ანდრეას ვეზალიუსის, თომას და კასპარ ბართოლინუსების, რენიე დე გრააფისა და სხვათა შრომებით ანატომიისა და ფიზიოლოგიის დარგში.

პირველ გინეკოლოგიურ ცნობებს ვხვდებით ძველი ჩინეთის, ძველი ინდოეთის, ძველი საბერძნეთისა და ძველი ეგვიპტის წერილობით ძეგლებში. ჰიპოკრატემ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში დაწვრილებით აღწერა საშვილოსნოს სიმსივნის და ქალის ზოგიერთი დაავადების კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა. გინეკოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყლაიბდა XVIII საუკუნიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე XI საუკუნეში იცნოდნენ, რომ სისხლდენა და ტკივილი შეიძლება საშვილოსნოს სიმსივნის — „კირჩხიბის“ ნიშანი იყოს. „უსწორო კარაბადინში“ 7 თავი ეთმობა გინეკოლოგიურ დაავადებებს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • უსტიაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 156-157.
  • ღამბარაშვილი გ., გინეკოლოგია [სახელმძღვანელო], თბ., 1941;
  • შუშანია პ., გინეკოლოგია, (სახელმძღვანელო), თბ., 1969.