ალფა კენტავრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ვარსკვლავი | ფონის ფერი = yellow | სახელი = ალფა კენტავრ...
 
ხაზი 30: ხაზი 30:
==References==
==References==
{{Reflist|colwidth=30em}}
{{Reflist|colwidth=30em}}

[[კატეგორია:ვარსკვლავები]]

23:53, 31 ივლისი 2013-ის ვერსია

ალფა კენტავრი AB

ალფა კენტავრი A [1] და B-ს [2] განლაგება
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: კენტავრი
პირდაპირი ასვლა: 04სთ 39წთ 36,4951წმ ° ′ ″
დახრილობა: –60გრად 50მინ 02.308სეკ
წითელი წანაცვლება: z = −0.001 (ნიშანი მინუსი მიუთითებს იისფერ წანაცვლებაზე)
მანძილი: 2.5 მილიონი სინათლის წელიწადი
მასა: 1×1012 M☉
სპექტრული ტიპი: SA(s)b
ვარსკვლავიერი სიდიდე: +1.33
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: +1.33

ალფა კენტავრი (α კენტავრი, α კენ; ასევე ცნობილია, როგორც "რაიჯელ კენტი" /ˈraɪdʒəl ˈkɛnt/) — ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კენტავრის სამხრეთ თანავარსკვლავედში. ის ღამის ცაზე სიკაშკაშით მესამეა. ალფა კენტავრის სისტემა 1,34 პარსეკითაა (4,37 სინათლის წელიწადი) დაშორებული მზიდან. ეს სისტემა უახლოესია მზის სისტემასთან. [3] მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალით სისტემაში 1 ობიექტი ჩანს, სინამდვილეში ალფა კენტავრი ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ალფა კენტავრი AB), რომელთა საერთო ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე −0.27-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიკაშკაშით მესამეა (მზეს თუ არ ჩავთვლით) ღამის ცაზე [4][5] −1,46 ვარსვლავიერი სიდიდის მქონე სირიუსისა და -0,72-იანი კანოპუსის შემდეგ.

სისტემის შემადგენელი ვარსკვლავები არიან ალფა კენტავრი A, რომელიც მზის მასის 110%, ხოლო სიკაშკაშის 151,9%-ს აღწევს, და ალფა კენტავრი B, რომლის მასა მზის მასის 90,7%-ია, ხოლო 44,5% - სიკაშკაშე. 79,91 წლიანი საერთო ცენტრის გარშემო ორბიტალური პერიოდის განმავლობაში მათ შორის მანძილი იცვლება პლუტონის მზიდან დაშორების მანძილიდან, სატურნის მზიდან დაშორების მანძილამდე.

მესამე ვარსკვლავი, სახელად პროქსიმა კენტავრი, ან ალფა კენტავრი C, შესაძლებელია, გრავიტაციულდ არის დაკავშირებული ალფა კენტავრი AB-სთან. პროქსიმა ოდნავ ნაკლები მანძილითაა დაშორებული მზიდან - დაახლოებით 1,29 პარსეკით (4,24 სინათლის წელიწადი), რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზესთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია, მიუხედავად იმისა, რომ ის შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. პროქსიმას ალფა კენტავრი AB-დან დაშორების მანძილი დაახლოებით 0,06 პარსეკია, ან 0,2 სინათლის წელიწადი, ან 13 000 ასტრონომიული ერთეული; ეს ექვივალენტურია 400-ჯერ დიდი ნეპტუნის ორბიტისა.

სისტემაში, ასევე შესაძლებელია, არსებობდეს, სულ ცოტა 1 პლანეტა - დედამიწის ზომის ალფა კენტავრი Bb, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეგზოპლანეტა იქნება. პლანეტის მასა, სულ ცოტა, დედამიწის მასის 113%-ს უტოლდება [6] and orbits Alpha Centauri B with a period of 3.236 days.[7] და ალფა კენტავრი B-ს გარშემო ბრუნავს 3,236 დღიანი პერიოდით.[6] დედავარსკვლავის გარშემო 6 მილიონი კილომეტრით დაშორებულ პლანეტაზე, რომელიც ტოლია დედამიწისა და მზის დაშორების 4%-ის და მზისა და მერკურის დაშორების მეათედის, ტემპერატურა 1200 °C-ს მიაღწევს, რაც სიცოცხლის არსებობისთვის ზედმეტად ცხელია. თუმცა, ბოლო ხანებში (2013 წლის 10 ივნისი) გაკეთებული განცხადების მიხედვით, ალფა კენტავრი B-ს გარშემო მბრუნავი დედამიწის მსგავს პლანეტაზე გაკეთებული ადრინდელი განცხადებები შესაძლოა არ იქნეს მხარდაჭერილი.

References

  1. LHS 50 – High proper-motion Star. Centre de Données astronomiques de Strasbourg. ციტირების თარიღი: 2008-06-06.
  2. LHS 51 – High proper-motion Star. Centre de Données astronomiques de Strasbourg. ციტირების თარიღი: 2008-06-06.
  3. Söderhjelm, Staffan (1999). „Visual binary orbits and masses post Hipparcos“. Astronomy and Astrophysics. 341 (1): 121–40. Bibcode:1999A&A...341..121S.
  4. http://interstellar.jpl.nasa.gov/interstellar/probe/introduction/neighborhood.html, Our Local Galactic Neighborhood, NASA
  5. http://www.centauri-dreams.org/?p=14203, Into the Interstellar Void, Centauri Dreams
  6. 6.0 6.1 Wall, Mike. (2012-10-16) Discovery! Earth-Size Alien Planet at Alpha Centauri Is Closest Ever Seen. Space.Com web site. TechMediaNetwork. ციტირების თარიღი: 2012-10-17.
  7. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).