სამეცნიერო ფანტასტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: kk:Ғылыми фантастика
r2.7.2) (ბოტის დამატება: lb:Science-Fiction
ხაზი 190: ხაზი 190:
[[ko:과학 소설]]
[[ko:과학 소설]]
[[la:Scientia ficticia]]
[[la:Scientia ficticia]]
[[lb:Science-Fiction]]
[[lmo:Fantascienza]]
[[lmo:Fantascienza]]
[[lt:Mokslinė fantastika]]
[[lt:Mokslinė fantastika]]

19:47, 5 მარტი 2013-ის ვერსია

სამეცნიერო ფანტასტიკა — ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების სხვა განხრების ჟანრი, ფანტასტიკის ერთ-ერთი სახე. მასში ფიგურირებენ გამოგონილი ზებუნებრივი ადგილები, მომავლის მეცნიერული მიღწევები და ტექნოლოგიები, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, უცხოპლანეტელები და პარანორმალური შესაძლებლობები. სამეცნიერო ნოვატორული გამოგონებების კვლევა არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი მიზანი, რაც მას „იდეების ლიტერატურად“ აქცევს.[1]

სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად ეფუძნება მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას. [2] იგი ჰგავს ფენტეზის ჟანრს, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ თხრობის ელემენტები ეფუძნება მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს (თუმცა, სიუჟეტის გარკვეული ელემენტები შესაძლოა, გამოგონილიც იყოს).

სამეცნიერო ლიტერატურაში მოქმედებების ადგილები ხშირად იგივეა, რაც არსებულ რეალობაში, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ცდილობს მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მოვლენები, აღწერილი მასში, ბუნებრივია. ეს მიიღწევა გამოგონილი ელემენტების მეცნიერული ახსნით. სამეცნიერო ლიტერატურაში შეიმჩნევა შემდეგი ელემენტები:

  • დრო - როგორც წესი, მომავალი, ალტერნატიული რეალობა ან ისტორიული წარსული, რომელიც ეწინააღმდეგება აქამდე ცნობილ ფაქტებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ან არქეოლოგიურ დასკვნება.
  • ადგილი - ხშირად ეს არის ღია კოსმოსი. მოვლენები მიმდინარეობს უცხო პლანეტებზე ან მათ შორის. აღწერილია თავისუფალი ფრენა კოსმოსურ სივრცეში.

[3]

  • პერსონაჟები - მათ შორის არიან უცხოპლანეტელები, მუტანტები, ანდროიდები ან ჰუმანოიდური რობოტები.
  • ტექნოლოგია - მომავლის იარაღი და მექანიზმები. ასეთებია სხივებიანი ავტომატები, სატელეპორტაციო მანქანები, ჰუმანოიდური კომპიუტერები. .[4]
  • მეცნიერული პრინციპები, რომლებიც ახალია ან ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მაგალითად - მოგზაურობა დროში ან სინათლის შუქზე უფრო სწრაფად მოძრაობა.
  • ახალი და განსხვავებული პოლიტიკური ან სოციალური სისტემები - დისტოპია, პოსტ-სიღარიბე ან პოსტ-აპოკალიფტიკური სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული საზოგადოების ნგრევას.[5]
  • პარანორმალური თვისებები - გონების კონტროლი, ტელეპატია, ტელეკინეზი, ტელეპორტირება.

ტერმინის ისტორია და მნიშვნელობა

ქართული ტერმინი „სამეცნიერო ფანტასტიკა“ სავარაუდოდ შესაბამისი რუსული ტერმინის (რუს. Научная фантастика) თარგია, რომლის ავტორადაც ითვლება რუსი, საბჭოთა, მეცნიერი, მეცნიერების პოპულარიზატორი და მწერალი იაკობ პერელმანი.

„სამეცნიერო ფანტასტიკის“ შესატყვისი დასავლურ ევროპულ ენებში არის სამეცნიერო ფიქცია, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა ინგლისურ ენაში 1851 წელს.

სამეცნიერო ფანტასტიკის განმარტება და ქვეჟანრები

სამეცნიერო ფანტასტიკა იმდენად ვრცელი ჟანრია, რომ ძალიან ძნელია მისი მოკლე და ზუსტი განმარტება. გავრცელებული შეხედულების თანახმად სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს მოვლენებს რომლებიც არ მომხდარა ან რომელთა მოხდენაც შეუძლებელია ცოდნის თანამედროვე დონეზე, თუმცაღა ეს მოვლენები შეესაბამება სამომავლო ცოდნასა და აღმოჩენებს და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს შესაძლო მოვლენების შესახებ.

ეს აღწერა ერთობ ზოგადია იგი მრავალ ქვეჟანრს მოიცავს :

ხისტი ანუ ჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკა

ხისტ ანუ ჩვეულებრივ სამეცნიერო ფანტასტიკაში (ინგლ. Hard science fiction) განვითარებული მოვლენები არ არღვევენ მეცნიერების ცნობილ კანონებს, ეყრდნობიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მონაპოვრებს და არც სცდება მათ მიერ დადგენილი შესაძლებლის ჩარჩოებს.

უქრონია ანუ ალტერნატიული ისტორია

უქრონია (ანუ ალტერნატიული ისტორია) — რეალობას წარმოგვიჩენს ისეთს, როგორიც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო თუკი ისტორია ერთ-ერთ საკვანძო მომენტში განსხვავებულად წარიმართებოდა. ალტერნატიული ისტორია არ უნდა აგვერიოს ალტერნატიულ ისტორიულ თეორიებში ანუ რევიზიონიზმში, რომლის თანახმადაც ისტორიული მეცნიერებების მიერ წარმოდგენილი სურათი მცდარია. ვთქვათ, რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა? კოლუმბს ექსპედიცია რომ ჩაშლოდა?

კოსმოსური ოპერა

კოსმოსური ოპერა — სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის მოქმედებაც სხვა პლანეტებზე ან კოსმოსურ სივრცეში პირობით-წარმოსახვით გარემოცვაში ხდება.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ უახლოესი ვარსკვლავების მიღწევა შესაძლებელია ფოტონისძრავიანი რაკეტებით, თუმცა ზოგიერთი ავტორი წერდა თერმობირთვულ, იონურ ანდა რადიოკვანტურ რაკეტებზე. მეცნიერებმა, მწერლებმა და მეცნიერების პოპულარიზატორებმა ციური მექანიკის კანონებზე დაყრდნობით საჭირო გაანგარიშებები ჩაატარეს და გამოთვალეს ოპტიმალური ტრაექტორია და ხანგრძლივობა ექსპედიციებისა მარსზე, ვენერასა და მერკურიზე. გამოვიდა, რომ იმ კოსმოსური სიჩქარის პირობებში (11-დან 16კმ/წმ-მდე), რომლებიც მიიღწევა ქიმიური ან პრიმიტიული ატომური ძრავების მეშვეობით, ფრენა არაერთი წელი გაგრძელდება. ამ ციფრებმა განაპირობა ფანტასტიკური ნაწარმოებების უმრავლესობის სიუჟეტი და სტრუქტურა. ასტრონავტები უცხო პლანეტაზე მრავალწლიანი მოგზაურობით გატანჯულები ჩადიოდნენ, - როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არაერთი ავტორი აღწერდა ამ დაუსრულებელი ფრენის მოსაწყენ, კონფლიქტებით აღსავსე ყოველდღიურობას.

კიდევ ერთი პრობლემა ტექნიკურია. ასეთი აჩქარებისთვის ხომალდს საწვავის (სამუშაო ნივთიერების) კოლოსალური რაოდენობა ესაჭიროება. ამ პრობლემის გადაჭრას მწერლები სხვადასხვანაირად ცდილობენ. მაგ. ერთი ვარიანტით (გურევიჩის რომანში ჩვენ მზის სისტემიდან ვართ) ვარსკვლავებისკენ სტარტს იღებს ასტეროიდი, რომლის წიაღშიც მოწყობილია რეზერვუარები საწვავისთვის, ნაკვეთურები ეკიპაჟისა და ენერგეტიკული დანადგარებისთვის.

მწერლები მიხვდნენ, უნდა მოეფიქრებინათ რაღაც ხერხი, რომელიც ფრენის ხანგრძლივობას ან შეამცირებდა, ანდა სიტუაციიდან სხვა გამოსავალი უნდა ეპოვათ. მართლაც, ზოგიერთმა მათგანმა კოსმოსური ხომალდების სიჩქარე მკვეთრად გაზარდა. ზოგიერთი მწერალი კი რომანს პირდაპირ პლანეტაზე ჩაფრენის მომენტიდან იწყებდა.

როდესაც კოსმოსურ ხომალდს შედარებით დაბალი სიჩქარე აქვს, უახლოესი ვარსკვლავისკენ ფრენა მრავალი ათეული ანდა ასეული წელიც კი გაგრძელდება. ასეთ ფრენას აღწერს ცნობილი ამერიკელი ფანტასტი რობერტ ჰაინლაინი რომანში კოსმოსის შვილობილები, (ასევე, კლიფორდ საიმაკი რომანში თაობა აღწევს მიზანს, გარი გარისონი რომანში დატყვევებული სამყარო ბრაიან ოლდისი რომანში ნონ-სტოპი). ამ სიუჟეტების ავტორები, როგორც წესი, აღწერენ ფრენის ბოლო ეტაპს, როცა თითქმის გაველურებული, ცივილიზაციადავიწყებული, ზოგჯერ კი მუტაციების შედეგად ლამის მონსტრებად ქცეულიP ადამიანები პლანეტას მიაღწევენ (რაკეტა ავტომატურ რეჟიმში მიფრინავდა), არადა მათ წარმოდგენა აღარა აქვთ, სად იმყოფებიან და რა უნდა გააკეთონ...

ზოგიერთ ნაწარმოებში გამოყენებულია მოგზაურობის ალტერნატიული ფორმა — ე.წ. ჰიპერ- ან ვარპ-სივრცის გამოყენება ვარსკვლავთშორისი მოგზაურობებისთვის. ამ დროს მოგზაურობა ხორციელდება ზესინათლური სიჩქარით, მაგრამ, მოცემულ სივრცეში ამ სიჩქარით გადაადგილების დროს არ ხდება დროის აღქმის დარღვევა, როგორც ეს მოხდებოდა ნორმალურ სივრცეში. ამგვარ სივრცეს დიდი გამოყენება აქვს კინემატოგრაფიაში (ვარსკვლავური ომები, ვარსკვლავური გზა, ვარსკვლავთმფრენი „გალაქტიკა“, „ანდრომედა“ და ა.შ.).

კიბერპანკი

კიბერპანკის ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკაში 1980-იან წლებში წარმოიშვა. მასში თავდაპირველად იგულისხმებოდა კიბერნეტიკისა და პანკ მუსიკის სინთეზი.[6]. თავად ტერმინი მოიგონა მწერალმა ბრიუს ბეთკემ, რომელმაც იგი პირველად 1980 წლის მოთხრობაში "კიბერპანკი" გამოიყენა. [7]

კიბერპანკის ჟანრის ნაწარმოებებში მოვლენები ძირითადად ახლო მომავალში მიმდინარეობს, ხოლო გარემო დისტოპიური და დამთრგუნველია. ძირითადი თემები კიბერპანკში არის ინფორმაციული ტექნოლოგიები (რაც გამოიხატება კიბერსივრცის, ხელოვნური ინტელექტისა და ხელოვნური ორგანოების არსებობაში) და პოსტ-დემოკრატიული საზოგადოება, რომელზეც უფრო მეტი გავლენა აქვს კორპორაციებს, ვიდრე ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობას. კიბერპანკში ხშირი თემებია ნიჰილიზმი, პოსტმოდერნიზმი და ნუარი. კიბერპანკის ჟანრის ნაწარმოებების პერსონაჟები არიან უკმაყოფილო ან უგულო ანტი-გმირები. ამ ჟანრში ცნობილი მწერლები არიან უილიამ გიბსონი, ბრიუს სტერლინგი, ნილ სტივენსონი და პეტ კედიგენი. ჯეიმზ ო’ელის აზრით, რეჟისორ რიდლი სკოტის 1982 წლის ფილმი სამართებელზე მორბენალი არის კიბერპანკის ვიზუალური მხარის ნათელი მაგალითი[8].

დროში მოგზაურობა

დროში მოგზაურობა — სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომელშიც მოქმედება წარსულსა თუ მომავალში გადაადგილებას ეფუძნება. დროში მოგზაურობის მოთხრობები როგორც წესი გართულებულია ლოგიკური პრობლემებით სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის. დროში მოგზაურობის მოთხრობებს წინამორბედები მე-18 საუკუნიდან უჩნდებათ, მათ პოპულარობას ხელი შეუწყო ჰერბერტ ჯორჯ უელსის ნოველამ დროის მანქანა.

ვარსკვლავებისკენ ფრენის ხანგრძლივობა რომ შეემცირებინათ, ფანტასტებმა კოსმოსურ ხომალდებს სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით დააწყებინეს ფრენა. მაგრამ აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს საგანგებო ეფექტს - ხომალდის ბორტზე დრო შენელდება. მაგალითად, თუ სიჩქარე სინათლის სიჩქარის 0,87-ედს მიაღწევს, დრო ორჯერ შენელდება, თუკი 0,995-ედს, - ათჯერ (სინათლის სიჩქარე, შეგახსენებთ, ვაკუუმში უდრის 300 000 kiloმეტრს წამში). ზოგიერთმა მწერალმა სინათლის სიჩქარეზე უფრო დიდი სისწრაფით გაუშვა კოსმოსური ხომალდი ვარსკვლავებისკენ (მაგ. მ. ლეინსტერის რომანში პირველი კონტაქტი).

ასეთი სიჩქარით ფრენა სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. სანამ ექსპედიცია უახლოეს ვარსკვლავამდე მივა და უკან დაბრუნდება, დედამიწაზე თაობები შეიცვლება (ეს სიუჟეტი დამუშავებული აქვს, მაგალითად, ცნობილ პოლონელ მწერალს სტანისლავ ლემს რომანში დაბრუნება ვარსკვლავებიდან). და, აბა, რა აზრი აქვს კითხვის დასმას, თუკი პასუხს ვერ მოესწრები? დედამიწაზე საუკუნეებმა, შესაძლოა, ათასწლეულებმაც კი გაიარა, ამიტომ ასტრონავტების მიერ ჩამოტანილი ინფორმაცია უკვე მოძველებულია. მათ თავგანწირვას აზრი ეკარგება...

მესამე სერიოზული პრობლემა ფსიქოლოგიურია. მართალია, დრო კოსმოსური ხომალდის ბორტზე შენელდება, მაგრამ ფრენა მაინც რამდენიმე ათეული წელი გასტანს. ეს სირთულე რომ დაიძლიოს, მწერლები უმეტესად ანაბიოზს მიმართავენ - ასტრონავტებს სძინავთ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ (მაგ. სტანისლავ ლემის რომანში დაუმარცხებელი).

ზეადამიანი

ამ ტიპის სამეცნიერო ფანტასტიკა იხილავს ზეადამიანს — ადამიანს რომლის უნარები და შესაძლებლობები აღემატება თანამედროვე ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს.

სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

ქართული მწერლობა არ გამოირჩევა სამეცნიერო ფანტასტიკური ტიპის ნაწარმოებთა სიუხვით. ქართველ ფანტასტებად შეიძლება ჩავთვალოთ ალექსანდრე აბაშელი (ქალი სარკეში) და გურამ ფანჯიკიძე (სპირალი).

გამოჩენილი ფანტასტები

სამეცნიერო ფანტასტიკის სივრცისა და პოპულარობის წყალობით ძალიან ბევრ მწერალსა თუ ავტორს მოუსინჯავს თავისი კალამი სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე, ამიტომ ფაქტობრივ შეუძლებელია მათი ამომწურავი სიის შედგენა. სწორედ ამიტომ ქვემოთ შემოვიფარგლებით თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ისეთი ფიგურებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამ დარგს.

ჰერბერტ უელსი

ჰერბერტ უელსი

ჰერბერტ უელსი XIX საუკუნის ბოლისა და XX-ის პირველი ნახევრის ინგლისელი მწერალი-კლასიკოსი. თანამედროვე მეცნიერული-ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ავტორი ფანტასტიკური რომანებისა ”სამყაროთა ომი”, ”დროის მანქანა”, ”დოქტორ მოროს კუნძული”, ”უჩინარი ადამიანი”, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და მრავალჯერაა ეკრანიზირებული.

XIX საუკუნის ბოლოს სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებაში პირველი გადატრიალება მოხდა. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ჰერბერტ უელსი. ჟიულვერნისეულ, მთლიანობაში ოპტიმისტურ ფანტასტიკაში მან გროტესკის, პესიმიზმის, სოციალური კრიტიკის ელემენტები შეიტანა. მისი რომანების გამოსვლის შემდეგ (დროის მანქანა, დოქტორ მოროს კუნძული, უჩინარი კაცი, სამყაროთა ომი, პირველი ადამიანები მთვარეზე, როცა მძინარეს გაეღვიძება, ნერეიდა) სამეცნიერო ფანტასტიკის ძირითადი თემები, რომლებზეც თანამედროვე მწერლები დღემდე წერენ, დასახულ იქნა. ერთი-ორი თემა, რომელზეც უელსს არაფერი დაუწერია, ასევე იმ პერიოდში იქნა აღმოჩენილი: მუტანტებზე პირველმა ფრანგმა რონი-უფროსმა დაწერა 1898 წელს, პარალელურ სამყაროებზე კი - ინგლისელმა ჰოჯსონმა 1908 წელს.

კარლ ჩაპეკი

კარლ ჩაპეკი ჩეხი მწერალი. სიტყვა „რობოტის“ გამომგონებელი და მათ შესახებ პირველი მოთხრობის — "R.U.R" („როსუმის უნივერსალური რობოტების”)ავტორი. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი რომანი-ანტიუტოპია ”ომი სალამანდრებთან”.

აიზეკ აზიმოვი

აიზეკ აზიმოვი - ამერიკელი მწერალი-ფანტასტი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებები, როგორიცაა მსოფლიო ფანტასტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციკლი ”დაფუძნება” ("Foundation"), რომელიც ”გალაქტიკური ისტორიის” ჟანრშია დაწერილი და ექვსი რომანისაგან შედგება; ფანტასტიკურ-დეტექტიური ტეტრალოგია ”ფოლადის მღვიმეები”, ”შიშველი მზე”; ”აისის რობოტები” და ”რობოტები და იმპერია”; რომანები „თავად ღმერთები”, „მარადისობის აღსასრული”; მოთხრობათა კრებული ”მე, რობოტი”, რომელშიაც ავტორმა ჩამოაყალიბა სახელგანთქმული რობოტექნიკის სამი კანონი, რომლის როლის გადაჭარბებული შეფასება სამეცნიერო ფანტასტიკაში შეუძლებელია; კიდევ ბევრი სხვა მეცნიერულ-ფანტასტიკური, დეტექტიური და უამრავი სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოები.

არტურ ჩარლზ კლარკი

ართურ კლარკი

ართურ კლარკი კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მის ნაწარმოებთა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ციკლი კოსმოსური ოდისეა;

რეი დუგლას ბრედბერი

რეი დუგლას ბრედბერი ავტორია ისეთი საყოველთაოდ ცნობილი დისტოპიური ჟანრის რომანისა, როგორიცაა 451º ფარენჰაიტით, მისსავე კალამს ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობათა კრებული მარსის ქრონიკები. ფანტასტიკა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჩარჩოებს მალევე გასცდა. ფანტასტმა მწერლებმა თამამად დაიწყეს კაცობრიობის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემეზე წერა, ამ პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიება. სამეცნიერო ფანტასტიკა მხატვრული ლიტერატურის ჟანრია, მისი უმთავრესი ინტერესის ობიექტი მეცნიერული პრობლემები თუ ტექნიკური პროგრესი კი არ არის, არამედ ადამიანი - მისი პიროვნება, მისი შინაგანი სამყარო. შესანიშნავი ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის შემოქმედება ამ ფაქტის ყველაზე თვალხილული, უეჭველი დადასტურებაა.

კლიფორდ დონალდ საიმაკი

კლიფორდ საიმაკი ნაწარმოებები სამეცნიერო ფანტასტიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, მათგან ყველაზე უფრო ცნობილია „ქალაქი“, „რგოლი მზის ირგვლივ“, „ისინი ადამიანებივით დააბიჯებდნენ“... შეიძლება ითქვას, რომ საიმაკი იმ გამონაკლის მწერლებს ეკუთვნის, რომელთა ფრთა უბიწოდ აჯვარებს ფანტაზიას ხისტ სამეცნიერო ფანტასტიკასთან ისე რომ ამ უკანასკნელის მოყვარულთა გაღიზიანებას არ იწვევს (მაგ., „გობლინების ნაკრძალი“).

ვარსკვლავებამდე მიღწევის კიდევ ერთი საშუალებაა ადამიანის მეხსიერების ჩანაწერის გადაცემა რადიოთი. ვთქვათ, მთელ კოსმოსში მიმობნეულია სადგურ-რეტრანსლატორები, რომლებიც გადასცემენ ადამიანის სხეულისა და გონების სრულ ჩანაწერს (კ. საიმაკის რომანში გადასაჯდომი სადგური) ამავე იდეის ვარიანტია, როცა სადგურიდან სადგურზე ადამიანის დუბლიკატს კი არ გადასცემენ, არამედ თვით ადამიანს.

პროფესორ მაქსველს საპლანეტათშორისო ექსპედიციის დროს უცნაური და აჩრდილისებური რასა მანამდე ყველასათვის უცნობ პლანეტაზე იტაცებს. ამ უძველეს პლანეტაზე ინახება ინფორმაცია, რომელიც დედამიწელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მაქსველის სურვილია ეს ინფორმაცია დედამიწელებს გაუზიაროს, მაგრამ წინააღმდეგობებს აწყდება, რადგან მოტაცების დროს მას აორებენ. ვინაიდან მაქსველის ორეული დედამიწაზე მასზე ადრე ბრუნდება და "შემთხვევით" იღუპება, ნამდვილი მაქსველის არსებობას აღარავინ იჯერებს... (კ. საიმაკის რომანში გობლინების ნაკრძალი). ადამიანი დედამიწაზე შედის მატერიის გადამცემში (მას მწერლები სხვადასხვა სახელს არქმევენ - ნულ-ტ-კამერა, ტელეპორტატორი, სივრცის მანქანა და ა.შ.).

სტანისლავ ლემი

სტანისლავ ლემი ცნობილი პოლონელი მწერალი-ფანტასტი, მეცნიერი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ფანტასტიკური რომანებისა ”სოლარისი” (ეკრანიზირებული ორჯერ: ანდრეი ტარკოვსკისა და დევიდ კრონენბერგის მიერ), ”ედემი”, ”მაგელანის ღრუბელი”, ”დაუმარცხებელი”, ”დაბრუნება ვარსკვლავებიდან”, მოთხრობათა კრებულებისა ”იიონ ტიხის ვარსკვლავური დღიურები”, ”პილოტი პირქსი” და სხვ.

არკადი სტრუგაცკი და ბორის სტრუგაცკი

ძმები არკადი და ბორის სტრუგაცკები ყველაზე განთქმული რუსი მწერალ-ფანტასტები. მათ მთელი ეპოქა შექმნეს არა მარტო რუსულ და საბჭოთა ფანტასტიკაში, არამედ ზოგადად ლიტერატურასა და კულტურაში. მათ კალამს ეკუთვნის რომანები ”პიკნიკი გზის პირას” (ეს რომანი წარმოადგენს ანდრეი ტარკოვსკის კინოშდევრის ”სტალკერის” ლიტერატურულ პირველწყაროს), ”ორშაბათი შაბათს იწყება”, ”ძნელია იყო ღმერთი”(ეკრანიზირებულია), ”ლოკოკინა ფერდობზე”, ”დასახლებული კუნძული” (ეკრანიზირებულია) და ბევრი სხვა ნაწარმოები...

ზოგიერთი მწერალი იყენებს კოსმოსურ სივრცეში მეყსეული გადაადგილების იდეას - რაც სივრცის -გაჩხვლეტის- ეფექტს ემყარება (ძმებმა ა. და ბ. სტრუგაცკებმა ამ ეფექტს დერიტრინიტაციის- ეფექტი უწოდეს), ასევე, მწერლები იყენებენ სხვადასხვა სამეცნიერო-ფანტასტიკურ კონცეფციას, რომლებიც დაფუძნებულია დრო-სივრცის დამატებითი განზომილებების, ჰიპერსივრცის, პერპენდიკულარული დროის, გარე კონტინუუმის და ა.შ. იდეებზე.

სქოლიო

  1. Marg Gilks, Paula Fleming, and Moira Allen. (2003)Science Fiction: The Literature of Ideas. WritingWorld.com.
  2. Del Rey, Lester (1979). The World of Science Fiction: 1926–1976. Ballantine Books, გვ. 5. ISBN 0-345-25452-x Invalid ISBN. 
  3. Sterling, Bruce. "Science fiction" in Encyclopædia Britannica 2008 [1]
  4. Card, Orson Scott (1990). How to Write Science Fiction and Fantasy. Writer's Digest Books, გვ. 17. ISBN 0-89879-416-1. 
  5. Hartwell, David G. (1996). Age of Wonders: Exploring the World of Science Fiction. Tor Books, გვ. 109–131. ISBN 0-312-86235-0. 
  6. Stableford, Brian (2006). Science Fact and Science Fiction: An Encyclopedia. Taylor & Francis Group LLC, გვ. 113. 
  7. მოგვიანებით ეს ტერმინი უფრო დაკონკრეტდა მწერალ უილიამ გიბსონის მიერ.Bethke, Bruce. Foreword to "Cyberpunk," a short story by Bruce Bethke. Infinity Plus. ციტირების თარიღი: 2007-01-17.
  8. James O'Ehley. (1997-07) SCI-FI MOVIE PAGE PICK: BLADE RUNNER — THE DIRECTOR'S CUT. Sci-Fi Movie Page. ციტირების თარიღი: 2007-01-16.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link GA