ფიჭვისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
||
{{ქსე|10|340|}} |
|||
*[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]] ტ. 10, გვ. 340, თბ. 1986 |
|||
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი|*]] |
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი|*]] |
16:08, 28 ოქტომბერი 2012-ის ვერსია
ფიჭვისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფიჭვი, ლარიქსი და სოჭი გვერდიგვერდ | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pinaceae | ||||||||||||||
|
ფიჭვისებრნი (ლათ. Pinaceae) — წიწვოვან შიშველთესლოვან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი (ლარიქსი) ხეებია, ზოგჯერ — ბუჩქები. ნემსისებრი, ბრტყელი ან წახნაგოვანი წიწვები თითო-თითოდ სხედან გრძელ ყლორტებზე ამ კონებად — შემოკლებულ ყლორტებზე. გირჩა გახევებულია, მისი სიგრძე 1,5-50 სმ, მწიფდება პირველსავე წელს (ლარიქსი) ან უფრო ხშირად მე-2 — მე-3 წელს, იხსნება ან მთლიანად ცვივა ხიდან. სათესლე ქერქლი მსხვილდება, განცალკევებულია და სპირალურადაა განლაგებული მფარავი ქერქლის უბეში. თესლი უფრო ხშირად ფრთიანია. ფიჭვისებრნი ქარითმტვერია, ერთსახლიანი მცენარეებია. აერთიანებენ 10-12 გვარის 250-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ამ ოჯახის მხოლოდ 3 გვარის 6 სახეობა გვხვდება: განსაკუთრებით სოჭი, ნაძვი, ფიჭვი და ლარიქსი. ფიჭვისებრნი ძვირფას მერქანს იძლევიან.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 340.