მარკ ნოპფლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 106: ხაზი 106:


{{DEFAULTSORT:ნოპფლერი, მარკ}}
{{DEFAULTSORT:ნოპფლერი, მარკ}}
[[კატეგორია:Dire Straits]]
[[კატეგორია:Dire Straits-ის წევრები]]
[[კატეგორია:ბრიტანელები]]
[[კატეგორია:ბრიტანელები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი გიტარისტები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი გიტარისტები]]

11:46, 5 აგვისტო 2012-ის ვერსია

მარკ ნოპფლერი

მარკ ნოპფლერი 2006 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკ ფროიდერ ნოპფლერი
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1949 (1949-08-12) (74 წლის)
დაბ. ადგილი ნიუკასლ-აპონ-ტაინი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი
რუტს როკი
კელტური როკი
ქანთრი როკი
ბლუზ როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, კინომუსიკის ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1965–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Vertigo, Mercury, Warner
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Mark Knopfler Stratocaster
Fender Telecaster
Gibson Les Paul
Pensa Custom MKII
Steinberger GL-2
საიტი markknopfler.com
მარკ ნოპფლერი ვიკისაწყობში

მარკ ფროიდერ ნოპფლერი (დ. 12 აგვისტო 1949) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, ბრიტანელი მუსიკოსი, კინოფილმების მუსის ავტორი, პროდიუსერი და ვოკალისტი. სახელი გაითქვა ჯგუფში Dire Straits, რომელიც 1995 წელს დატოვა.

ჯგუფის დაშლის შემდეგ მარკი ჩნდებოდა ამა თუ იმ ცნობილი მუსიკოსის ჩანაწერზე, იწერდა სოლო-ალბომებს და მუსიკას ფილმებისათვის.

მთლიანობაში გაყიდულია მარკისა და Dire Straits-ის ალბომების 120 მილიონზე მეტი ასლი.[1][2]

ბიოგრაფია

პირველი წლები

მარკი დაიბადა ინგლისელი დედისა და უნგრელი ებრაელი მამის ოჯახში. ეს უკანასკნელი საქმიანობით არქიტექტორი იყო, რომელიც ამავე დროს კომუნისტებს უჭერდა მხარს. ამიტომ მან დატოვა უნგრეთი. ოჯახი თავდაპირველად შოტლანდიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუკასლში გადავიდა. იქ მარკი და მისი ძმა დევიდი გოსფორთის გრამატიკულ სკოლაში დადიოდნენ. ინსტრუმენტებიდან მარკს იმ პერიოდში ფლამინგოს ტიპის ვარდისფერი ფენდერ სტრატოკასტერი მოსწონდა. ისევე, როგორც ბევრმა თანატოლმა, მარკმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელშიც უკრავდა ცნობილი მუსიკოსების სიმღერების ქავერ-ვერსიებს (მათ შორის - ჩეტ ატკინსის, რომელთანაც წლების შემდეგ ნოპფლერმა ალბომიც კი ჩაწერა). 16 წლის ასაკში იგი მეგობართან ერთად გამოჩნდა ტელეეთერში,

1967 წელს მარკმა შეისწავლა ჟურნალისტიკა. კურსის დასასრულს მან დაიწყო მუშაობა ლიდსში, ახალგაზრდა რეპორტიორის სახით. ორი წლის შემდეგ მან დაამთავრა სწავლა ლიდსის უნივერსიტეტში. რეპორტიორის სამუშაოს მან თავი დაანება და, მუსიკაში კარიერის გაგრძელების მიზნით, გამოდიოდა სხვადასხვა პაბებში. პარალელურად ის ლაფტონის კოლეჯში ლექციებს კითხულობდა. რამდენიმე ჯგუფში დაკვრის შემდეგ მან საკუთარი დემო-კომპოზიცია, Summer's Coming My Way ჩაწერა.

ლონდონში გადასვლასთან ერთად ის მოხვდა ჯგუფში Brewers Droop და მათ ალბომზე The Booze Brothers. ერთ-ერთ საღამოს მან საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ არ შეუძლია გიტარაზე დაკვრის დროს მედიატორის გამოყენება. მისივე თქმით, 'სწორედ მაშინ იპოვა მან თავისი ხმა გიტარაში'. მას ძმას, დევიდს, ამ დროს უკვე საკუთარი ჯგუფი, Café Racers ჰყავდა, მაგრამ დევიდის მეშვეობით მარკმა გაიცნო ჯონ ილსლი, გიტარისტი, რომელიც ბას-გიტარაზე გადაერთო. ის მოგვიანებით იქცა Dire Straits უცვლელ წევრად.

დისკოგრაფია

Dire Straits

სოლო-ალბომები

სტუდიური ალბომები

კრებულები

საუნდტრეკები

ერთობლივი ალბომები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. John Illsley Website About John Illsley. ციტირების თარიღი: 1 July 2009.
  2. BBC „Dire Straits given plaque honour“ შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). ციტირების თარიღი: 16 October 2011.