სემიტური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ r2.7.1) (ბოტის შეცვლა: yo:Sèmítíìkì |
მ r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: yo:Sẹ̀mítíìkì |
||
ხაზი 99: | ხაზი 99: | ||
[[ur:سامی زبانیں]] |
[[ur:سامی زبانیں]] |
||
[[vi:Ngôn ngữ Semit]] |
[[vi:Ngôn ngữ Semit]] |
||
[[yo: |
[[yo:Sẹ̀mítíìkì]] |
||
[[zh:闪米特语族]] |
[[zh:闪米特语族]] |
11:44, 31 ივლისი 2012-ის ვერსია
სემიტური ენები - აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — მესოპოტამიაში) და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური), რომლებიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად (არაბული, ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები. დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, გეეზი. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით, ბგერათა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. ქამიტური ენების გენეტიკური ერთიანობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
- აღმოსავლეთმცოდნეობა
- ისლამოლოგია
- არაბისტიკა
- სემიტოლოგია
- ოსმანისტიკა
- არაბული ანბანი
- თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
რესურსები ინტერნეტში
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღმოსავლეთმცოდნეობა
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამა (მცირე დახასიათება)
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო საგნების ჩამონათვალი
ლიტერატურა
- მეფარიშვილი, მარინა: სემიტური ენების ისტორიული გრამატიკა / მარინა მეფარიშვილი ; [რედ. მარიამ ჩაჩიბაია] - თბ. : უნივერსალი, 2008 - ნაწ. 1 : ფონეტიკა, ფონოლოგია : სალექციო კურსი - , 2008. ISBN 978-9941-12-157-9 : [ფ.ა.]