ანგელოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ne:परी
r2.7.3) (ბოტის დამატება: mdf:Анголь; cosmetic changes
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Archangels.JPG|thumb|right|px|ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. XIX ს.]]
[[ფაილი:Archangels.JPG|thumb|right|px|ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. XIX ს.]]
'''ანგელოზი''' ({{lang-el|ἄγγελος}} „ანგელოს“ — მაცნე) — [[სული|სულიერი]] [[გონი|გონიერი]] [[არსება]], გამოხატავს [[ღმერთი|ღვთის]] ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.
'''ანგელოზი''' ({{lang-el|ἄγγελος}} „ანგელოს“ — მაცნე) — [[სული]]ერი [[გონი]]ერი [[არსება]], გამოხატავს [[ღმერთი|ღვთის]] ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.


== ქრისტიანობა ==
== ქრისტიანობა ==
ხაზი 98: ხაზი 98:
[[lt:Angelas]]
[[lt:Angelas]]
[[lv:Eņģelis]]
[[lv:Eņģelis]]
[[mdf:Анголь]]
[[mk:Ангел]]
[[mk:Ангел]]
[[ml:മാലാഖ]]
[[ml:മാലാഖ]]

13:10, 16 ივნისი 2012-ის ვერსია

ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. XIX ს.

ანგელოზი (ბერძ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.

ქრისტიანობა

ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:

სერაბიმნი, ქერუბიმნი , საყდარნი
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი
მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე

მთავარანგელოზები:

მიქაელ მთავარანგელოზი - დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

გაბრიელ მთავარანგელოზი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელ მთავარანგელოზი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.

იეგუდიელ მთავარანგელოზი - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.

სელაფიელ მთავარანგელოზი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.

ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)

ვარახიელ მთავარანგელოზი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.

იერომიელ მთავარანგელოზი - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


იუდაიზმი

ისლამი

სხვა რელიგიებში

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.