Combat Rock: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ალბომი | სახელწოდება = Combat Rock | ფონი = studio | შემსრულე... |
(განსხვავება არ არის)
|
15:52, 21 მარტი 2011-ის ვერსია
Combat Rock | ||
---|---|---|
— | ||
გამოცემის თარიღი | 14 მაისი, 1982 | |
ჩაიწერა | სექტემბერი-ნოემბერი 1981, იანვარი, აპრილი 1982 | |
ჟანრი | პანკ როკი | |
ხანგრძლივობა | 46:21 | |
პროდიუსერი | The Clash | |
სინგლები ალბომიდან Combat Rock | ||
|
Combat Rock — პანკ როკ ჯგუფ The Clash-ის მხუთე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1982 წლის 14 მაისს, Epic Records-ზე. ესაა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრეავენ მიკ ჯონსი და ტოპერ ჰიდონი. ჰიდონი ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს ჯგუფიდან ჰეროინზე დამოკიდებულების გამო. ჯონსმა კი მოგვიანებით დატოვა ჯგუფი შიდა უთანხმოების შედეგად.[1][2] ალბომი მოიცავს ბევრ მუსიკალურ სტილს, თუმცა ის ნაკლებად ექსპერიმენტულია წინა ალბომთან, Sandinista!-სთან შედარებით. გაერთიანებულ სამეფოში ალბომი ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა და ბრიტანულ ჩარტებში 23 კვირა გაატარა. აშშ-ში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და 61 კვირის განმავლობაში დარჩა ჩარტებში. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერთიფიკატი.
ჩაწერა
თავდაპირველად იგეგმებოდა Combat Rock-ის ორმაგი ალბომის სახით გამოცემა, სამუშაო სახელწოდებით Rat Patrol from Fort Bragg, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა ჯგუფის შიდა დაპირისპირების გამო. ალბომის პირველი მიქსი გააკეთა მიკ ჯონსმა, მაგრამ ის არ მოეწონათ დანარჩენ წევრებს და ეს საქმე გლინ ჯონსს მიანდეს, რის შემდეგაც ალბომი ერთმაგ დისკად გარდაიქმნა. პირველი მიქსი მოგვიანებით ბუტლეგის სახით გავრცელდა.
გაფორმება
Pennie Smith ალბომის ყდის ფოტო გადაიღო პენი სმითმა მიტოვებულ რკინიგზაზე ბანგკოკის მახლობლად, ჯგუფის "Far East" ტურის დროს, 1982 წელს.
Sandinista!-ს მსგავსად, Combat Rock-ის კატალოგის ნომერი 'FMLN2'-იც პოლიტიკური პარტიის სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი), ანუ FMLN ელ-სალვადორის სოციალისტური პარტიაა.
გამოცემა
2000 წელს, ჯგუფის დანარჩენ ალბომებთან ერთად, Combat Rock ხელახლა გამოიცა რემასტერირებული სახით.
მარკუს გრეის თანახმად, სიმღერა "Red Angel Dragnet" შთაგონებულია Guardian Angels-ის წევრის, ფრენკ მელვინის სიკვდილით.[3][4] სიმღერა შეიცავს 1976 წლის ფილმის, ტაქსის მძღოლის მთავარი გმირის, ტრევის ბიკლის ციტატებს.
სიმღერაზე "Ghetto Defendant" მონაწილეობს ბიტნიკი პოეტი ალენ გინზბერგი. ის ჯგუფთან ერთად ასრულებდა სიმღერას მათ კონცერტებზე ნიუ-იორკში. სიმღერის ბოლოს ის კითხულობს გულის სუტრას, პოპულარულ ბუდისტურ მანტრას.
შეფასება და გავლენა
ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან. ბრიტანულ ჩარტებში მან მეორე ადგილი დაიკავა The album received positive reviews from critics, and reached the number two on the UK Albums Chart, the number seven on the ბილბორდის პოპ ალბომებში კი – მეშვიდე. ასევე ის მოხვდა ბევრი სხვა ქვეყნის ჩარტების ტოპ ათეულში.[5][6][7][8] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) Combat Rock-ს ოქროს ალბომის სერთიფიკატი მიანიჭა 1982 წლის ნოემბერში, პლატინის სერთიფიკატი – 1883 წლის იანვარში, ხოლო მულტი-პლატინის – 1995 წლის ივნისში.[9]
1999 წელს ჟურნალმა Q-მ ალბომი ხუთიდან სამი ვარსკვლავით შეაფასა და უწოდა „მათი ყველაზე გაყიდვადი ალბომი, მაგრამ დასასრულის დასაწყისი.“[10] 2000 წელს Alternative Press-მა Combat Rock-ს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა:„The Clash-ის ბოლოსწინა ალბომი...გათვალისწინებულია გაკვეთილები, რომლებიც წინა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს...მათი კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი“[11]2004 წელს College Music Journal-მა Combat Rock მეხუთე ადგილზე შეიყვანა 1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომის სიაში.[12]
Track listing
ყველა სიმღერის ავტორი — The Clash გარდა მითითებულისა..
პირველი მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Know Your Rights“ (სტრამერი/ჯონსი) | ჯო სტრამერი | 3:39 |
2. | „Car Jamming“ | ჯო სტრამერი | 3:58 |
3. | „Should I Stay or Should I Go“ | მიკ ჯონსი | 3:06 |
4. | „Rock the Casbah“ | მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი/ტოპერ ჰიდონი | 3:44 |
5. | „Red Angel Dragnet“ | პოლ სიმონონი/ჯო სტრამერი | 3:48 |
6. | „Straight to Hell“ | ჯო სტრამერი | 5:30 |
მეორე მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Overpowered by Funk“ | ჯო სტრამერი | 4:55 |
2. | „Atom Tan“ | მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი | 2:32 |
3. | „Sean Flynn“ | ჯო სტრამერი | 4:30 |
4. | „Ghetto Defendant“ | ჯო სტრამერი/ალენ გინზბერგი | 4:45 |
5. | „Inoculated City“ (ალბომის ზოგ ვერსიაზე შესულია განსხვავებული, 2:11-იანი ვერსია) | მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი | 2:43 |
6. | „Death is a Star“ | ჯო სტრამერი | 3:08 |
Rat Patrol From Fort Bragg
- "The Beautiful People Are Ugly Too" – 3:45
- "Kill Time" – 4:58
- "Should I Stay or Should I Go" – 3:05
- "Rock the Casbah" – 3:47
- "Know Your Rights" (ხანგრძლივი ვერსია) – 5:04
- "Red Angel Dragnet" – 6:12
- "Ghetto Defendant" – 6:17
- "Sean Flynn" – 7:30
- "Car Jamming" – 3:53
- "Inoculated City" – 4:32
- "Death Is a Star" – 2:39
- "Walk Evil Talk" (ინსტრუმენტული) – 7:37
- "Atom Tan" – 2:45
- "Overpowered by Funk" (დემო) – 1:59
- "Inoculated City" (დაურედაქტირებელი ვერსია) – 2:30
- "First Night Back in London" – 2:56
- "Cool Confusion" – 3:10
- "Straight to Hell" (ხანგრძლივი ვერსია) – 6:56
პერსონალი
- ჯო სტრამერი – გიტარა, მთავარი ვოკალი
- მიკ ჯონსი – გიტარა, ვოკალი
- პოლ სიმონონი – ბასი, ვოკალი
- ტოპერ ჰიდონი – დრამი, პიანინო და ბასი "Rock the Casbah"-ზე
დამატებითი მუსიკოსები
- ალენ გინზბერგი – მოწვეული ვოკალი "Ghetto Defendant"-ზე
- Futura 2000 – მოწვეული ვოკალი "Overpowered by Funk"-ზე
- ელენ ფოლი – დამხმარე ვოკალი "Car Jamming"-ზე
- ჯო ელი – დამხმარე ვოკალი "Should I Stay or Should I Go?"-ზე
- ტიმონ დოგი – პიანინო "Death Is a Star"-ზე
- პოლი მენდელი – კლავიშები "Overpowered by Funk"-ზე
- გერი ბარნაკლი – საქსოფონი "Sean Flynn"-ზე
დამუშავება
- The Clash – პროდიუსერები
- გლინ ჯონსი – ხმის ინჟინერი, მიქსინგი
- ჯო ბლეინი – ინჟინერი
- ჯერი გრინი – ინჟინერი
- ედი გარსია – ინჟინერი
- პენი სმითი – ფოტოგრაფი
ჩარტები
Year | ჩარტი | ადგილი |
---|---|---|
1982 | ნორვეგიული ალბომების ჩარტი.[7] | 7 |
1982 | შვედური ალბომების ჩარტი[8] | 9 |
1982 | ბრიტანული ალბომების ჩარტი[5] | 2 |
1983 | ბილბორდის პოპ ალბომები[6] | 7 |
სერთიფიკატები
მიმნიჭებელი | თარიღი | სერთიფიკატი | გაყიდვები |
---|---|---|---|
RIAA (აშშ)[9] | 8 ნოემბერი 1982 | ოქრო | 500,000 |
RIAA (აშშ)[9] | 10 იანვარი 1983 | პლატინა | 1,000,000 |
RIAA (აშშ)[9] | 6 ივნისი 1995 | ორმაგი პლატინა | 2,000,000 |
წყაროები
- გრეი, მარკუს [1995] (2005). The Clash: Return of the Last Gang in Town, მეხუთე გამოცემა, ლონდონი: Helter Skelter. ISBN 1905139101. OCLC 60668626.
სქოლიო
- ↑ დონ ლეტსი; ჯო სტრამერი, მიკ ჯონსი, პოლ სიმონონი, ტოპერ ჰიდონი, ტერი ჩაიმსი, რიკ ელგუდი, The Clash. (2001). The Clash, Westway to the World. [დოკუმენტური]. ნიუ-იორკი: Sony Music Entertainment; Dorismo; Uptown Films. Event occurs at 71:00–75:00. ISBN 0738900826. OCLC 49798077.
- ↑ კროუმლინი, რიჩარდ (31 იანვარი 1988). „სტრამერი ადამიანის, ღმერთის, კანონისა და The Clash-ის შესახებ“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 3 November 2010.
- ↑ Gray (2005) p. 380
- ↑ Monday, Jan. 18, 1982. (1982-01-18) Time Magazine article 18 January 1982 ''Guardian Angels' Growing Pains''. Time.com. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
- ↑ 5.0 5.1 "UK Chart Archive". everyHit.co.uk. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 6.0 6.1 "The Clash > Charts & Awards > Billboard Albums". Allmusic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 7.0 7.1 "Discography The Clash". NorwegianCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 8.0 8.1 "Discography The Clash". SwedishCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Gold and Platinum: Searchable Database. RIAA. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ „1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომი“. College Music Journal: 10. 5 იანვარი 2004.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება)
დამატებითი მასალა
- გილბერტი, პეტ [2004] (2005). Passion Is a Fashion: The Real Story of The Clash, მეოთხე გამოცემა, ლონდონი: Aurum Press. ISBN 1845131134. OCLC 61177239.
- გრინი, ჯონი; გერი ბარკერი [1997] (2003). A Riot of Our Own: Night and Day with The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Orion. ISBN 0752858432. OCLC 52990890.
- გრუენი, ბობ [2001] (2004). The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Omnibus. ISBN 1903399343. OCLC 69241279.
- ნიდსი, კრის (2005-01-25). Joe Strummer and the Legend of the Clash. ლონდონი: Plexus. ISBN 085965348X. OCLC 53155325.
- ტოპინგი, კით [2003] (2004). The Complete Clash, მეორე გამოცემა, რიჩმონდი: Reynolds & Hearn. ISBN 1903111706. OCLC 63129186.
|