ჯონ ფრუშანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ro:John Frusciante
ხაზი 120: ხაზი 120:
[[pl:John Frusciante]]
[[pl:John Frusciante]]
[[pt:John Frusciante]]
[[pt:John Frusciante]]
[[ro:John Frusciante]]
[[ru:Фрусчанте, Джон]]
[[ru:Фрусчанте, Джон]]
[[simple:John Frusciante]]
[[simple:John Frusciante]]

05:09, 19 იანვარი 2011-ის ვერსია


ჯონ ფრუშანტე

ჯონ ფრუშიანტე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ ენტონი ფრუშიანტე
დაბ. თარიღი 5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი, აშშ
დაბ. ადგილი ასტორია
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა ვოკალისტი, გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros.
Record Collection
საიტი johnfrusciante.com
ჯონ ფრუშანტე ვიკისაწყობში

ჯონ ენტონი ფრუშანტე (ინგლ. John Anthony Frusciante [fruˈʃɑnteɪ])(* 5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი) უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ რედ ჰოთ ჩილი ფეფერსის გიტარისტი.მას აგრეთვე აქვს საკუთარი სოლო-კარიერაც.ფრუშიანტე ცნობილია არაორდინალური სოლო-პარტიებით.მისი მუსიკა უფრო მეტად არის ფანკისა და როკის ნაზავი, რომელიც შეადგენს ფეფერსის კლასიკურ ჟღერადობას.

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჯონ ენტონი ფრუშანტე დაიბადა 1970 წლის 5 მარტს, ნიუ იორკში, მუსიკოსების ოჯახში. 12 წლისა იგი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. მისი პირველი შეხება ჯგუფ "Red Hot Chili Peppers"-თან მოხდა 1885 წელს, როდესაც ჯონმა ისინი იხილა კონცერტზე. ჯგუფის მაშინდელი გიტარისტი, ჰილელ სლოვაკი გახდა მისი კერპი. ჯონმა შეისწავლა ფეფერსების სოლო-გიტარის და ბას-გიტარის ყველა პარტია, მათი პირველი სამი ალბომიდან. 1988 წელს სლოვაკი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებისგან. ჯგუფმა დაიწყო ახალი გიტარისტის ძებნა. იმ დროისთვის ჯონი მეგობრობდა ჯგუფის "The Dead Kennedys" -ის დრამერ პელიგროსთან. ისინი ხშირად უკრავდნენ ხოლმე ერთად რეპეტიციებზე. ერთ-ერთ ასეთ რეპეტიციაზე პელიგრომ დაპატიჟა ფლი. იგი ძალიან მოიხიბლა ფრუშიანტეს დაკვრით და დაუძახა ენტონი კიდისს, რომ მასაც ენახა ჯონი. გადაწყვეტილება უყოყმანო იყო, ფრუშიანტე ჯგუფის წევრი გახდა. სწორედ ამ პერიოდში ჯონი აპირებდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე ჯგუფ "Thelonious Monster"-თან, თუმცა ენტონიმ და ფლიმ მათ უმალვე ააცალეს ჯონი.

ფრუშანტე ასევე იყო იმ საბოლოო ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც ისინჯებოდნენ ფრენკ ზაპას ბენდში მოსახვედრად. მაგრამ მან დატოვა კონკურსი საბოლოო ეტაპზე. მიზეზი ის იყო, რომ ზაპა მკაცრად უკრძალავდა ნარკოტიკებს თავისი ბენდის წევრებს. ფრუშანტეს პირველი ალბომი ფეფერსებთან იყო "Mother's Milk". ამ ალბომში მის ნამუშევარზე მკაფიოდ იგრძნობა ჰილელ სლოვაკის გავლენა, რადგანაც ჯონის საკუთარი სტილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე ჩამოყალიბებული.

1992 წელს ალბომ "Blood Sugar Sex Magik"-ზე მუშაობა მიმდინარებობდა სახლში, რომელიც ჯგუფმა იქირავა კალიფორნიაში. ისინი იქ კვირების განმავლობაში იკეტებოდნენ, რომ მოწყვეტოდნენ გარე სამყაროს. (ეს ყველაფერი აღწერილია გევინ ბოუდენის ფილმ "Funky Monks"-ში). ამან თავისი შედეგი გამოიღო. ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა წარმატებამ დიდად იმოქმედა ფრუშიანტეს ფსიქიკაზე. იგი ვეღარ შეეჩვია რეალურ სამყაროში დაბრუნებას. ასევე შეირყა მისი მეგობრობა კიდისთან. საბოლოოდ მან ჯგუფი დატოვა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რა უთხრა მან წასვლის მიზეზად ჯგუფს, ჯონმა უპასუხა: "Just told them I went crazy" (მე უბრალოდ ვუთხარი, რომ შევიშალე).

1994 წელს მან გამოსცა ალბომი "Niandra Lades and Usually Just a T-Shirt", რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლო ნაშრომად ითვლება. მან ეს ალბომი მიუძღვნა ფლის შვილს, კლარას. კოკაინისა და ჰეროინის მოხმარების შვიდწლიანმა პერიოდმა, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. აბსოლუტურად გამოფიტულ და დასუსტებულ ფრუშიანტეს ჯგუფმა დაბრუნება სთხოვა და იგიც დათანხმდა. ჯონმა 1999 წელს ფეფერსის შემადგენლობაში მან ჩაწერა ალბომი "Californication". მსმენელი კრიტიკულად უყურებდა ჯონის დაბრუნებას, თუმცა მან ბოლომდე გაამართლა იმედები. ეს იყო მისთვის უდიდესი წარმატება, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის. 2002 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი "By The Way". ამ ალბომმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ჩარტები. 2006 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი, ორდისკიანი ალბომი, "Stadium Arcadium", რომელზეც ჯონის ნიჭი კვლავ დადებითად გამოვლინდა. პარალელურად ჯონმა რამდენიმე სოლო ალბომი გამოსცა, თუმცა კვლავინდებურად არის ჩილი ფეფერსის წევრი და განაგრძობს მათ შემადგენლობაში მუშაობას.

დისკოგრაფია

გამოიცა ალბომი ლეიბლი
მარტი 8, 1994 Niandra Lades and Usually Just a T-Shirt American Recordings
აგვისტო 26, 1997 Smile from the Streets You Hold Birdman Records
თებერვალი 13, 2001 To Record Only Water for Ten Days Warner Music Group
2001 From the Sounds Inside ინტერნეტ გამოცემა
თებერვალი 24, 2004 Shadows Collide with People Warner Bros. Records
ივნისი 22, 2004 The Will to Death Record Collection
ოქტომბერი 26, 2004 Inside of Emptiness Record Collection
თებერვალი 1, 2005 Curtains Record Collection
იანვარი 20, 2009 The Empyrean Record Collection


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA