სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: mn:Сандерленд (хөлбөмбөгийн баг)
ხაზი 119: ხაზი 119:


[[ar:نادي سندرلاند]]
[[ar:نادي سندرلاند]]
[[bn:সান্ডারল্যান্ড এসোসিয়েশন ফুটবল ক্লাব]]
[[be-x-old:Сандэрлэнд (футбольны клюб)]]
[[be-x-old:Сандэрлэнд (футбольны клюб)]]
[[bg:АФК Съндърланд]]
[[bg:АФК Съндърланд]]
[[bn:সান্ডারল্যান্ড এসোসিয়েশন ফুটবল ক্লাব]]
[[ca:Sunderland Association Football Club]]
[[ca:Sunderland Association Football Club]]
[[cs:Sunderland AFC]]
[[cs:Sunderland AFC]]
ხაზი 127: ხაზი 127:
[[da:Sunderland A.F.C.]]
[[da:Sunderland A.F.C.]]
[[de:AFC Sunderland]]
[[de:AFC Sunderland]]
[[et:Sunderland AFC]]
[[el:Σάντερλαντ Π.Σ.]]
[[el:Σάντερλαντ Π.Σ.]]
[[en:Sunderland A.F.C.]]
[[en:Sunderland A.F.C.]]
[[es:Sunderland Association Football Club]]
[[es:Sunderland Association Football Club]]
[[et:Sunderland AFC]]
[[fa:باشگاه فوتبال ساندرلند]]
[[fa:باشگاه فوتبال ساندرلند]]
[[fi:Sunderland AFC]]
[[fr:Sunderland Association Football Club]]
[[fr:Sunderland Association Football Club]]
[[ga:Sunderland Association Football Club]]
[[ga:Sunderland Association Football Club]]
[[he:סנדרלנד (כדורגל)]]
[[ko:선덜랜드 AFC]]
[[hr:Sunderland A.F.C.]]
[[hr:Sunderland A.F.C.]]
[[hu:Sunderland AFC]]
[[id:Sunderland A.F.C.]]
[[id:Sunderland A.F.C.]]
[[is:Sunderland A.F.C.]]
[[is:Sunderland A.F.C.]]
[[it:Sunderland Association Football Club]]
[[it:Sunderland Association Football Club]]
[[ja:サンダーランドAFC]]
[[he:סנדרלנד (כדורגל)]]
[[ko:선덜랜드 AFC]]
[[lb:Sunderland AFC]]
[[lb:Sunderland AFC]]
[[lt:Sunderland AFC]]
[[lt:Sunderland AFC]]
[[mn:Сандерленд (хөлбөмбөгийн баг)]]
[[hu:Sunderland AFC]]
[[mr:संडरलँड ए.एफ.सी.]]
[[mr:संडरलँड ए.एफ.सी.]]
[[ms:Sunderland A.F.C.]]
[[ms:Sunderland A.F.C.]]
[[nl:Sunderland AFC]]
[[nl:Sunderland AFC]]
[[ja:サンダーランドAFC]]
[[no:Sunderland AFC]]
[[nn:Sunderland AFC]]
[[nn:Sunderland AFC]]
[[no:Sunderland AFC]]
[[pl:Sunderland A.F.C.]]
[[pl:Sunderland A.F.C.]]
[[pt:Sunderland Association Football Club]]
[[pt:Sunderland Association Football Club]]
ხაზი 157: ხაზი 159:
[[sk:Sunderland AFC]]
[[sk:Sunderland AFC]]
[[sr:ФК Сандерленд]]
[[sr:ФК Сандерленд]]
[[fi:Sunderland AFC]]
[[sv:Sunderland AFC]]
[[sv:Sunderland AFC]]
[[th:สโมสรฟุตบอลซันเดอร์แลนด์]]
[[th:สโมสรฟุตบอลซันเดอร์แลนด์]]
ხაზი 163: ხაზი 164:
[[uk:Сандерленд (футбольний клуб)]]
[[uk:Сандерленд (футбольний клуб)]]
[[vi:Sunderland (câu lạc bộ bóng đá)]]
[[vi:Sunderland (câu lạc bộ bóng đá)]]
[[zh-yue:新特蘭]]
[[zh:桑德兰足球俱乐部]]
[[zh:桑德兰足球俱乐部]]
[[zh-yue:新特蘭]]

17:54, 3 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

სანდერლენდი
Sunderland
სრული სახელი Sunderland Association Football Club
მეტსახელი "შავი კატები"
დაარსდა 17 ოქტომბერი, 1879
სტადიონი სინათლის სტადიონი
(ტევადობა: 49,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ირლანდიის დროშა ნეილ ქუინი
მწვრთნელი ინგლისის დროშა სტივ ბრუსი
ლიგა ინგლისის დროშა პრემიერლიგა
2009-10 მე-13 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი სანდერლენდი (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმს ალანის მიერ. სანდერლენდს მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგის 6 ტიტული და ინგლისის თასის 2 ტიტული. სანდერლენდი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონის მიერ, სანამ 1992 წელს არსენალმა არ გადაასწრო მაგ მაჩვენებლით. 1997 წლიდან სანდერლენდი თავის საშიანო მატჩებს სინათლის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მაქამდე გუნდი "როკერ პარკი"-ს სტადიონზე ასპარეზობდა. სანდერლენდის მოსისხლე მტერი ნიუკასლი ითვლება, ამ დერბის ინგლისში (თაინის & ვეირის) სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).

ისტორია

საწყისი წლები 1879-1913

1879 წლის 17 ოქტომბერს სანდერლენდის მცხოვრებმა, სკოლის მასწავლებელმა ჯეიმს ალანმა დაარსა "სანდერლენდის საოლქო & მასწავლებელთა ასოციაციის საფეხბურთო კლუბი". 1-ლი ოფიციალური თამაში გუნდმა 1880 წლის 13 ნოემბერს ჩაატარა ფერიჰილ ატლეტიკის წინააღმდეგ, რომელშიც 1:0 დამარცხდა გუნდი. გუნდის 1-ლი საშიანო სტადიონი იყო "ბლუ ჰაუს ფილდი", რომელიც ჯეიმს ალანის სკოლასთან ახლოს იყო ჰენდონში. გუნდმა კიდე სამი სტადიონი გამოიცვალა (გროუვი, ჰორაციო სტრიტი & ებს ფილდი), სანამ 1886 წელს სახლის სტადიონი "ნიუკასლ როადი" არ გახდა. 1881 წელს გუნდს გადაერქვა სახელი და დაერქვა "სანდერლენდის ასოციაციის საფეხბურთო კლუბი", რის მერე ნება დართეს რო გუნდს სხვა პროფესიის ხალხსაც (არა მარტო მასწავლებლების). ეს დაეხმარა გუნდს რო უფრო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულიყო და ასევე გააუმჯობესა გუნდის მატერიალური ბაზა. ჯეიმს ალანი არ იყო კმაყოფილი იმ ვითრებით რო გუნდი პროფესიონალური კლუბი ხდებოდა, რის გამოც 1888 წელს ალანმა დატოვა გუნდი და დაარსა სხვა საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით "სანდერლენდ ალბიონი". ამ ორ გუნდს შორის დიდი კონკურენცია მიდიოდა, სანამ 1892 წელს სანდერლენდ ალბიონი არ დაიშალა.

სანდერლენდის პირველი მწვრთნელი იყო ტომ უოტსონი (დაინიშნა 1889 წლის აგვისტოს). მაგ პერიოდში გუნდი ასპარეზობდა შიდა ტურნირებში, ინგლისის თასზე და ატარებდა ამხანაგურ თამაშებს ინგლისის საფეხბურთო ლიგის გუნდებთან. გუნდის ზრდის პოპულარიზაციასთან გუნდმა განაცხადი შეიტანა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობის შესახებ. 1890-91 წელს სანდერლენდი მიღებულ იქნა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში, სადაც "სტოკ სიტი" შეცვალა, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა წინა სეზონში. მე-19 საუკუნის ბოლოში სანდერლენდი აღიარეს როგორც "ტალანტების გუნდი". ეს წოდება გუნდმა უილიამ მაკგრეგორისგან მიიღო, რომლის დაარსებულიც არის ლიგა. სანდერლენდი პირველად ჩემპიონი ხდება 1891-92 სეზონში, სადაც 42 ქულას აგროვებს და 5 ქულით ასწრებს მე-2 ადგილზე გასულ "პრესტონ ნორფ ენდ"-ს. შემდეგ სეზონშიც სანდერლენდი ხდება ჩემპიონი, ხოლო გუნდის ცენტრალური თავდასხმელი ჯონი კემპბელი ზედიზედ ორი სეზონი 30 გოლზე მეტს იტანს. ამ სეზონშივე სანდერლენდმა 100 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა, რომელიც 1919-20 წლებში "ვესტ ბრომვიჩმა" გააუმჯობესა 104 გატანილი გოლით.

1893-94 წლებში სანდერლენდი მე-2 ადგილზე გავიდა, "ასტონ ვილა"-ს შემდეგ, თუმცა შემდეგ სეზონშივე მე-3 გახდა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული, სადაც "ევერტონს" გადაასწრო 5 ქულით. 1894-95 წლის ჩემპიონატის შემდეგ შედგა მატჩი შოტლანდიის ჩემპიონს "ჰართსა" და სანდერლენდს შორის სადაც გამარჯვება სანდერლენდს ერგო 5:3 და გუნდი მსოფლიო ჩემპიონად აღიარეს. 1896 წლის აგვსიტოს ტომ უოტსონი ლივერპულის მწვრთნელად ინიშნება, ხოლო სანდერლენდში ახალ მწვრთნელად რობერტ კემპბელი ინიშნება. 1897-98 წლებში სანდერლენდი მე-2 ადგილზე გადის, "შეფილდ იუნაიტედის" შემდეგ, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება. გუნდისთვის ეს იყო ბოლო სეზონი, რომელიც მან "ნიუკასლ როად"-ის სტადიონზე ჩაატარა. შემდეგ სეზონში გუნდი საშიანო მატჩებს "როკერ პარკ"-ის სტადიონზე ატარებდა. (რომელზეც პირველად 30 000 ადამიანს იტევდა). 1889 წელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად "ალექს მაკი" ინიშნება. 1900-01 სეზონში სანდერლენდმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო 1901-02 გუნდმა თავისი მე-4 ტიტული მოიგო, სადაც ევერტონს 3 ქულით გადაასწრო. 1905 წელს სანდერლენდმა პირველად გადაიხა 1 000 ფუნტი "ალფ კომონი"-ს ტრანსფერში, რომელიც "მიდლსბროდან" გადმოვიდა. 1907-08 წელს სანდერლენდმა თავისი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება აღნიშნა, რომელშიც გუნდმა "სენტ-ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლ იუნაიტედი" დაამარცხა ანაგრიშით 9:1.

1912-13 წლებში სანდერლენდი თავის მე-5 ტიტულს ეუფლება, სადაც ასტონ ვილა-ს 4 ქულით ასწრებს. ამავე სეზონში სანდერლენდს შეეძლო ოქროს დუბლი გაეკეთებინა, მაგრამ ფინალში 1913 წლის 19 აპრილს ასტონ ვილასთან 1:0 დამარცხდა. ამ პერიოდში სანდერლენდში ბევრს იტანდა ჩარლი ბიუკენი, რომელიც 2009 წლამდე მე-2 იყო შედეგების მიხედვით ბობ გერნის შემდეგ, რომელის გუნდის ბომბარდირად ითვლება (411 მატჩი 224 გოლი).


მსოფლიო ომებს შორის 1913-1939

1935-26 წლების სეზონში სანდერლენდი ისევ და ამ დროისთვის ბოლოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 1937 წელს გუნდი ინგლისის თასს დაეუფლა სადაც ფინალში პრესტონი 3:1 დაამარცხა.


ომის შემდგომი პერიოდი და გავარდნა 1939-1959

1957 წელს გუნდი დაჯარიმებული იქნა საფეხბურთო ლიგის მიერ, რადგანაც გუნდის ხელმძღვანელობამ გადააჭარბა სახელფასო ლიმიტი, ხოლო შემდეგ სეზონში გუნდმა თავის ისტორიაში პირველად დატოვა ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა, რომელშიც 68 წელი გაატარა. საინტერესო ფაქტი კი ის იყო რო გავარდნამდე გუნდმა სახელწოდება მიიღო "ინგლისის ბანკი", სარეკორდო ტრანსფერების განხორციელებისათვის იმ პერიოდში.


მე-2 დივიზიონი და მონაწილეობა ევროთასებზე 1959-1979

50-ების დასასრულის და 70-ების დასასრულის პერიოდში დღევანდელ დღემდე გუნდმა ბოლო ყველაზე დიდი წარმატება ინგლისის თასის მოგებით გააკეთა 1972-73 წლებში.


ორი ფინალი: 1979-1997

1985 წელს სანდერლენდი დღევანდელ დღემდე ბოლოჯერ გავიდა ინგლისის თასის ფინალში, მაგრამ ნორვიჩთან დამარცხდა. 1987 წელს სანდერლენდი თავის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა მე-3 ლიგაში, თუმცა დიდ ხანს გაჩერებას გუნდი იქ არ აპირებდა და 1987-88 წლებში დენის სმიტის ხელმძღვანელობით გუნდი ისევ მე-2 ლიგაში აღზევდა. 90-ების დასაწყისში გუნდმა შეძლო რო პრემიერლიგაში გადასულიყო, თუმცა დიდი ხანი არ გაჩერებულა მანდ. ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი გუნდისთვის იმ პერიოდში ის იყო რო გუნდი 1992 წელს ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც ლივერპულთან 2:0 დამარცხდა.


ბოლოდროინდელი მოვლენები 1997-...

90-ან წლების დასასრულში გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. 1997 წელს გუნდმა 40 000 სტადიონი მიიღო, ხოლო 1999 წელს სანდერლენდმა მე-2 ლიგის (ეხლა ჩემპიონშიფი) გამარჯვებული გახდა და უფლება მოიპოვა რო პრემიერლიგაში ეასპარეზა, თუმცა დიდათ ვერ აეწყო გუნდს საქმეები პრემიერლიგაში და 2002-03 წლებში გუნდი გავარდა პრემიერლიგიდან. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდმა გაიმეორა თავისი წარმატება 1999 წლის. მიკ მაკარტის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონშიფი მოიგო და ისევ პრემიერლიგაში აღზევდა, თუმცა ისევ ჩააგდო სეზონი პრემიერლიგაში და ისევ ჩემპიონშიფში დაეშვა.

2006 წელს სანდერლენდს შეეცვალა ხელმძღვანელობა, გუნდი იყიდან სანდერლენდის ყოფილმა ფეხბურთელმა ნეილ ქუინმა, რომელმაც თავის ძველი მეგობარი როი კინი მოიყვანა სანდერლენდის მწვრთნელად. პირველივე სეზონში როი კინმა ჩემპიონშიფი მოაგებინა გუნდს და ისევ პრემიერლიგაში დააბრუნა, სადაც წინა სეზონების განსხვავებით გუნდმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეინარჩუნა ადგილი ინგლისის ელიტალურ ლიგაში. 2009 წლის 27 მაისს ამერიკელმა ბიზნესმენმა ელის შორტმა შეიძინა სანდერლენდის 100%-იანი აქცია. გუნდში ისევ ცვლილებები მოხდა, რომლის შემდეგაც წავიდა როი კინი და მის ადგილას მოვიდა ინგლისელი სპეციალისტი სტივ ბრუსი, რომელმაც გუნდი პირველივე სეზონში 13 ადგილზე გაიყვანა.

შემადგენლობა

2010/2011

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე შოტლანდია შოტლანდია კრეიგ გორდონი
2 მცველი ინგლისი ინგლისი ფილ ბარდსლი
3 მცველი ინგლისი ინგლისი კირან რიჩარდსონი (ვიცე-კაპიტანი)
4 მცველი ინგლისი ინგლისი მაიკლ ტარნერი
5 მცველი განა განა ჯონ მენსა
6 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ლი კატერმოლი (კაპიტანი)
7 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ბუდევეინ ზენდენი
8 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი სტიდ მალბრანკი
9 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ფრეიზერ კემპბელი
10 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯორდან ჰენდერსონი
11 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი დარენ ბენტი
12 მცველი არგენტინა არგენტინა მარკოს ნახელერი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 მცველი პარაგვაი პარაგვაი პაულო და სილვა
15 მცველი ინგლისი ინგლისი ნედუმ ონუოჰა
16 ნახევარმცველი პარაგვაი პარაგვაი კრისტიან რივეროსი
17 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი დენი ველბეკი
18 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია დევიდ მეილერი
19 მცველი ინგლისი ინგლისი ტიტუს ბრამბლი
20 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია ენდი რიდი
22 მეკარე ბელგია ბელგია საიმონ მინოლეტი
24 მეკარე ჩრდილოეთი ირლანდია ჩრდილოეთი ირლანდია ტრევორ კარსონი
25 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეკ კოლბეკი
27 ნახევარმცველი ეგვიპტე ეგვიპტე აჰმედ ელ მუჰამედი
29 მცველი ინგლისი ინგლისი ანტონ ფერდინანდი
33 თავდამსხმელი განა განა ასამოა გიანი

ტიტულები

1891-92, 1892-93, 1894-95, 1901-02, 1912-13, 1935-36.


  • ინგლისის თასი (2-ჯერ):

1937, 1973.


  • ინგლისის სუპერ თასი (1-ჯერ):

1936

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური ვებ-გვერდები