პულიცერის პრემია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ ბოტის დამატება: hi:पुलित्जर पुरस्कार |
||
ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
[[gl:Premio Pulitzer]] |
[[gl:Premio Pulitzer]] |
||
[[he:פרס פוליצר]] |
[[he:פרס פוליצר]] |
||
[[hi:पुलित्जर पुरस्कार]] |
|||
[[hr:Pulitzerova nagrada]] |
[[hr:Pulitzerova nagrada]] |
||
[[hy:Պուլիտցերյան մրցանակ]] |
[[hy:Պուլիտցերյան մրցանակ]] |
20:38, 31 მარტი 2010-ის ვერსია
პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილის თვეში ხდება.
პრემიის ლაურეატების დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ახდენს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტი აწარმოებს აშშ-ში. ჯილდო დაფუძნებულ იქნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტისა და საგაზეთო გამომცემლის ჯოზეფ პულიცერის მიერ. სახელს "პულიცერი" ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც "პიულიცერს" (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა "Pull it, sir".
პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალიზმის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალიზმის ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს მიენიჭება.