აჩრდილწაღებული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ia:Sen to Chihiro no Kamikakushi
დასუფთავება using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{იპს |დონე=|მნიშვნელობა=}}— [[User:GaeserBot|<span style="color:#000000">'''G-'''<span style="color:#002bb8">Bot</span></span>]] 19:10, 24 მარტი 2010 (UTC)
==განხილვა==

{{ინფოდაფა კინო
{{ინფოდაფა კინო
| სახელი = აჩრდილწაღებული<br />千と千尋の神隠し
| სახელი = აჩრდილწაღებული<br />千と千尋の神隠し

19:10, 24 მარტი 2010-ის ვერსია

G-Bot 19:10, 24 მარტი 2010 (UTC)

განხილვა

„აჩრდილწაღებული
千と千尋の神隠し“

აჩრდილწაღებული, ფილმის პოსტერი
რეჟისორი ჰაიაო მიაძაკი
პროდიუსერი ტოშიო სუზუკი
სცენარისტი ჰაიაო მიაძაკი
კომპოზიტორი ჯო ჰისაიში
დისტრიბუტორი ტოჰო (იაპონია)
Studio Ghibli (იაპონია)
Walt Disney Pictures (აშშ)
United International Pictures (სამხრეთ აფრიკა)
Europa Filmes (ბრაზილია)
Optimum Releasing (ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 124 წთ.
ქვეყანა დროშა: იაპონია იაპონია
ენა იაპონური
ინგლისური
ბიუჯეტი ¥1,900,000,000 (დაახლ.)
$19,000,000 (დაახლ.)

აჩრდილწაღებული (千と千尋の神隠し იაპ. სენ ტო ჩიჰირო ნო კამიკაკუში) — 2001 წელს შექმნილი ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებული ჰაიაო მიაძაკის მიერ სტუდია ღიბლისთვის.

ამ ფილმმა ბევრი პრიზი მიიღო, მათ შორის, ოსკარი (ეს იყო პირველი ანიმე ფილმი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა). 2002 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან აგრეთვე მიიღო ოქროს დათვი.

სიუჟეტი

ფილმის იწყება მთავარი გმირი, გოგონა ჩიჰიროს მოგზაურობით. მშობლებთან ერთად იგი გადადის საცხოვრებლად ახალ სახლში, მაგრამ გზად ისინი გეზს იცვლიან და შედიან იდუმალ ცარიელ ქალაქში. მოულოდნელად დედ-მამა აღმოაჩენენ უამრავ საჭმელს და, შიმშილის გრძნობის გამო, გემრიელად შეექცევიან მას - თუმცა ეს პროცესი რამდენიმე წამში ამაზრზენ სანახაობად იქცევა. მოულოდნელად ორივე იქცევა ღორებად. ჩიჰირო შეშინებულია, მაგრამ ამასობაში ღამდება და იგი გაიცნობს ბიჭუნა ჰაკუს. ქალაქი იღვიძებს და ივსება საოცარი აჩრდილებით. ჰაკუ ეუბნება ჩიჰიროს, რომ მას შეუძლია მშობლების გადარჩენა, თუკი მისტიური აბანოს მეპატრონეს, იუბაბას მოინახულებს და აბანოში სამუშაოს დაიწყებს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ჰაკუს საიდანღაც ახსოვს ჩიჰირო, მაგრამ ”ჰაკუ” მისი ნამდვილი სახელი არ არის და მას არ ახსოვს ნამდვილი სახელი.

იუბაბასთან შეთანხმების შემდეგ, ჩიჰირო თავის ნამდვილ სახელს ტოვებს და მას ამიერიდან ”სენს” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩიჰიროც დაივიწყებს საკუთარ სახელს.

აბანოში მუშაობის მძიმე პირობებში, ჩიჰირო შემთხვევით შემოუშვებს უსახო სულს. აბანოს ამასობაში ეწვევა მყრალი სული, რომელსაც სინამდვილეში ”მდინარის ღვთაება” ჰქვია. იგი ნაგვით და ჭუჭყით არის სავსე. მისი დაბანა არც ისე ადვილია, მაგრამ უსახო ჩიჰიროს ჩუქნის სპეციალურ დაფას, დასაბანი წყლის კონცენტრაციის რეცეპტით. ამ დაფების მოპოვება არ არის ადვილი. საჭიროა მათი ჩაშვება აბანოს სარდაფში, ბაბუა კამაძისთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ კონცენტრაციებზე.

მუსიკა

რესურსები ინტერნეტში

კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.