სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური
იერსახე
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური ყოფილი სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროსი — დაარსდა 1937 წელს კელასურში (სოხუმის რაიონი). ჰქონდა სელექციის და ინტროდუქციის (გენეტიკის სექტორით), მიწათმოქმედების (მექანიზაციის სექტორით), ეკონომიკის, პროპაგანდისა და დანერგვის განყოფილებები; ბიოქიმიური, ტექნოლოგიური, აგროქიმიური, მცენარეთა დაცვის ლაბორატორიები. სადგურში ამუშავებდნენ ეთერზეთოვანი კულტურების ინტროდუქციის, აგროტექნიკის, ნედლეულის დამუშავების ტექნოლოგიურ საკითხებს. გამოყვანილია და წარმოებაშია დანერგილი ეთერზეთოვანი კულტურების მრავალი ჯიში და ჰიბრიდი. აქვს საყრდენი პუნქტი (ყვარლის რაიონი, სოფელი წიწკანაანთსერი) ექსპერიმენტული ბაზა (გულრიფშის რაიონი, სოფელი ვარჩა), ბიბლიოთეკა. გამოცემდა შრომებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 504.