სომხეთის დამოუკიდებლობის დღე
სომხეთის დამოუკიდებლობის დღე | |
სომხ. Հայաստանի Անկախության օրը | |
მნიშვნელობა | იმ დღეს, როდესაც სომხეთის სსრ-მ 1991 წელს მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მისაღებად. |
---|---|
აღნიშნავენ | ფეიერვერკით, კონცერტებით, მსვლელობებით. |
თარიღი | 21 სექტემბერი |
სომხეთის დამოუკიდებლობის დღე (სომხურად: Հայաստանի Անկախության օրը) — მთავარი სახელმწიფო დღესასწაული სომხეთში. სომხეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 სექტემბერს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის 23 აგვისტოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო სომხეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის სომხეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ.
1991 წლის 21 სექტემბერს, სომხეთის ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს 1991 წლის ნოემბერში. 1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთი შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ). სომხეთმა დამოუკიდებლობა ოფიციალურად მოიპოვა 26 დეკემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით.
ეს სომხეთის დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების დღეა. პირველად ეს 1918 წლის 28 მაისს მოხდა, რამაც სომხეთის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება გამოიწვია. ახლადჩამოყალიბებული რესპუბლიკა 1920 წელს საბჭოთა წითელმა არმიამ დაიპყრო. [1]
აღნიშვნის ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის დღეს, ასეა თუ ისე, ტარდება შემდეგი საზეიმო ღონისძიებები:
სომხეთის პრეზიდენტის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია სამხედრო ვეტერანებისა და საპატიო მოქალაქეების პატივისცემისთვის.
სომხეთის დაწყებით და საშუალო სკოლებში ტარდება ისტორიული ღონისძიებები.
სპეციალური პროგრამები სომხეთის ისტორიის პატივსაცემად.
შეიარაღებული ძალების გამოფენა იხსნება საზოგადოებისთვის.
კონცერტები ერევნის საზოგადო მოედნებზე.
წლიური ოქმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიუმრის ქალაქის საზეიმო დღის საპატივსაცემო ცერემონიალის დროს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა გამოაცხადა ახალი ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ეროვნული დღესასწაულების ჩატარების შესახებ. 2020 წელს გამარჯვების პარკში მსგავსი ცერემონია ჩატარდა, სადაც Sukhoi Su-30-ის მებრძოლებმა შეასრულეს ფრენა პარკის მარადიული ალის ზემოთ სხვადასხვა ფიგურების გამოხატვით.
სამხედრო მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხეთის დამოუკიდებლობის აღმნიშვნელი სამხედრო აღლუმები ჩატარდა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე 1992, 1996, 1999, 2006, 2011 და 2016 წლებში.[2]
დღესასწაულები იწყება მას შემდეგ, რაც აღლუმის მეთაური (ჩვეულებრივ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტის ან გენერალ-პოლკოვნიკი) ჩამოდის რესპუბლიკის მოედანზე, რათა მიიღოს ინფორმაცია ვაზგენ სარქისიანის სამხედრო უნივერსიტეტის კომენდანტისგან აღლუმში მონაწილე ჯარების მზადყოფნის შესახებ. შემდეგ მინისტრი შეამოწმებს აღლუმურ კონტინგენტებს და მათ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შემოწმების დასასრულს, მინისტრი ტრიბუნაზე უახლოვდება პრეზიდენტს და ამბობს: ,,ბატონო / ქალბატონო პრეზიდენტო, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარები, რომლებიც მონაწილეობენ აღლუმში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ მსვლელობაში". მას შემდეგ, რაც მინისტრი მოხსენებას დაასრულებს, აღლუმის მეთაური ბრძანებას გასცემს, რასაც საზოგადოების ოვაციები მოჰყვება. ამის შემდეგ პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მიმართვის დასასრულს, დამსწრე საზოგადოება სამჯერ ყვირის ოორას. [3]
დღის აღნიშვნა სომხური დიასპორის მიერ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის დღეს ასევე აღნიშნავენ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ლიბანი და აშშ. კონკრეტულად შეერთებულ შტატებში, ამ დღეს სომხურ-ამერიკული ახალგაზრდული ორგანიზაციები ატარებენ მიტინგებსა და კულტურულ ღონისძიებებს.[4] სომხეთის დამოუკიდებლობის დღის ფესტივალი ლოს ანჯელესის პატარა სომხეთში დაარსდა 1998 წელს, სადაც ყოველწლიურად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 5 000-მდე ადამიანი იკრიბება.[5] 2019 წელს პრემიერ მინისტრი პაშინიანი ეწვია ქალაქს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს. 2020 წლის დღესასწაულზე, ლას – ვეგასში, დიდების ბილიკზე ჰაიხსნა მომღერალ არმან ჰოვანისიანის პირადი ვარსკვლავი. მავე წელს ლიბანში, არამ I- მა (დიდი სახლის კილიკიის კათალიკოსმა) აღავლინა საღვთო ლიტურგია და საზეიმო დროშის კურთხევა ანტელიაში. აგრეთვე 2020 წლის დღესასწაულზე, ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა 21 სექტემბერი გამოაცხადა შეერთებული შტატების დედაქალაქში ,,სომხეთის დამოუკიდებლობის დღედ".[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Armenia: A Historical Atlas, by Robert H. Hewsen and Christoper C. Salvatico, 2001
- ↑ "Первый был проведен в 1992 году. Тогда шла Карабахская война, армия независимой Республики Армения только формировалась, и военнослужащие прямо с площади отправлялись на фронт. Второй парад состоялся в 1996 году, в честь пятилетия создания армянской армии, когда уже был заключен договор о перемирии. Затем был исторический парад 1999 года, во время которого стоявший на трибуне глава правительства Вазген Саркисян со слезами на глазах приветствовал солдат и от радости и волнения все время стучал рукой по трибуне". Aravot-ru.am.
- ↑ "Army Displays Military Might on Independence Day". Asbarez.com. Retrieved 2017-06-14.
- ↑ "Republic of Armenia's 24th Independence Day Celebration in Las Vegas - Armenian National Committee of America". Anca.org. 29 September 2015. Retrieved 4 December 2018.
- ↑ "Armenia's independence, culture celebrated at annual Glendale festival". Glendale News-Press. 2012-09-17. Retrieved 2020-07-24.
- ↑ "Mayor Bowser proclaims September 21 as "Armenian Independence Day" in Washington, DC". Public Radio of Armenia. Retrieved 2020-09-21.