სმოლანდსტევარე
წარმოშობის ქვეყანა | შვედეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
სმოლანდსტევარე (შვედ. Smålandsstövare) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი შვედეთში XVI საუკუნეში[1].
გაჩნდა სმოლანდში, სადაც მას ტყეში სამუშაოდ აშენებდნენ. ითვლება უძველეს სკანდინავიურ ჯიშად, რომლის სტანდარტები 1921 წელს შემუშავდა. ძველი სურათები და ხელნაწერები მოწმობენ, რომ კომპაქტური სმოლანდსტევარე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში წარმატებით გამოიყენებოდა შვედეთში, მაგრამ ფორმალურად შვედეთის კენელ-კლუბმა მხოლოდ 1921 წელს აღიარა. სამშობლოს ფარგლებს გარეთ ჯიში თითქმის უცნობია.
სმოლანდის ხშირ ტყეებში კურდღლებზე ნადირობისას ძაღლი დიდ გამძლეობას ამჟღავნებს. შვედეთში კუდის კუპირება კანონით აკრძალულია და სმოლანდსტევარე მოკლე ორიგინალურად მიმართული სელექციის შედეგია, რომელიც ჩაატარა ბარონმა ფონ ესენმა XIX საუკუნეში: ის აჯვარებდა ადგილობრივ ძაღლებს და შილერსტევარეს.
სმოლანდსტევარეს აქვს მუქი, მშვიდად მზირალი თვალები, სქელი, გლუვი, მბზინავი ბალანი, დაკუნთული ფეხები სქელი ძვლებით, გრძელი ყურები. კუდი უჩვეულოდ მოკლეა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Smålandsstövare Information. Sarah's Dogs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 May 2011.