შინაარსზე გადასვლა

სვიატო-კამენნი მონასტერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვიატო-კამენნი მონასტერი 1909 წელს.

სპასო-პრეობრაჟენსკი სვიატო-კამენნი მონასტერი (რუს.: Спасо-Преображенский Свято-Каменный монастырь, კოორდ. 59°42′″N, 39°30′″E) ერქვა რუსულ მართლმადიდებლურ მონასტერს, რომელიც ტბა კუბენსკის ცენტრში მცირე კუნძულზე მდებარეობდა და იყო პირველი ქვით ნაგები მონასტერი ჩრდილოეთ რუსეთში.

კუნძული კამენნი (ქვის კუნძული) ძალიან მცირეა (120x70 მეტრზე). სახელი დაერქვა ბერთა მიერ კუნძულის გარშემო ქვის ჯებირების აგების შემდეგ, წყალს ეროზიით მისთვის მიწა რომ არ შემოეცალა. ტბა ცნობილია ხშირი შტორმებით და უამინდობით. გადმოცემით ერთ-ერთი ასეთი შტორმის დროს 1269 წელს თავადი გლებ ბელოოზერსკი ნავით წყალმა ნაპირს მოაშორა, როს გამოც მან შემთხვევით კუნძულზე მცირე განგდომილ ბერთა საძმო აღმოაჩინა. თავადმა მათ სახსრები გამოუყო პირველი ხის ტაძრის ასაგებად. დმიტრი დონსკოის მმართველობის დროს მონასტერს მართავდა ბერძენი ბერი დიონისიუსი, რომელმაც საძმოში მთა ათოსის მკაცრი წყობა დააწესა, სადაც ბერები გარემოს მოწყვეტილი იყვნენ, საჭმელს (ძირითადად პურსა და ბოსტნეულს) საკუთარ საკნებში ჭამდნენ და პირადი ნივთების ქონება აკრძალული ჰქონდათ.

მონასტერი საკმაოდ მდიდარი იყო, ფლობდა შვიდ მოზრდილ სოფელს (სელო), ოთხ საშუალო დასახლებას (სელსტვო) და 98 მცირე სოფელს, ასევე ორ ქვამარილის სატეხს ტოტმაში.

1476 წელს მონასტერი სრულიად გადაიწვა. ივანე III-ს ძმა ანდრე მენშოის, ვოლოგდის მმართველი, ბრძანებით კუნძულზე ააგეს ოთხ სვეტიანი საკათედრო ტაძარი. ორსართულიანი ორგუმბათოვანი სახურავი დაემატა 1481 წელს როსტოველ ხელოსანთა მიერ, რომელთაც შემდგომში მის მსგავსად ტაძრები ააგეს ფერაპონტოვის მონასტერში (1490) და კირილო-ბელოზერსკის მონასტერში (1497). ვინმე დიონისუსს მოუხატავს კათედრალის კედლები, თუმცა 185 წლის შემდეგ გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგად გუმბათები ჩამოინგრა, მოხატულობაც ვერ გადაურჩა.

მე-16 საუკუნიდან მონასტერი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ამ პერიოდში მას იგონებენ, როგორ განდევნილთა ადგილს, სადაც ივან ნერონოვი იქნა განდევნილი. 1774 წელს ერთ-ერთმა განდევნილმა მონასწერს ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ბერები 26 წლით ვოლოგდაში გადაიყვანეს. 1801 წელს დაბრუნებულ ბერებს აქ აღდგენილი კათედრალი დახვთათ, რომელსაც ერთის ნაცვლად უკვე ხუთი გუმბათი ჰქონდა. შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობები ამ დროისთვის იყო მხოლოდ საცხოვრებელი საკნები და ორი შუქურა.

საბჭოთა მთავრობამ კამენნი მონასტერი დახურა 1925 წელს, ხოლო ბერთა საძმო კუნძულიდან განდევნა. შენობებში კოლონია განთავსდა მცირე ზომის დამნაშავეთათვის. ამგვარმა მოწყობამ არ გაამართლა და 1937 წელს კუნძული მიტოვებულ იქნა. უყურადღებობით წაქეზებულმა ადგილობრივმმა მმართველობამ სიტუაციით დრო იხელთა და ჩრდილოეთ რუსეთის უძველესი შენობა ააფეთქა აგურის მოსაპოვებლად კულტურის სასახლისთვის, რომელიც საბოლოოდ მაინც განუხორციელებელი დარჩა.

2005 წლისთვის ერთადერთი შენობა, რომელიც ამ ადგილას ისტორიული მონასტრის მდებარეობაზე მიუთითებს არის 1540 წლით დათარიღებული ეკლესიის სამრეკლო. სამრეკლოს ამჟამად რესტავრაცია უტარდება ვოლოგდელ და მოსკოველ მოხალისეთა მიერ.


59°42′″N, 39°30′″E