სეპარატული ზავი
იერსახე
სეპარატული ზავი — სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც მებრძოლი კოალიციის ერთ-ერთი მონაწილე დებს მოკავშირეთათვის შეტყობინებისა და მათგან თანხმობის მიღების გარეშე. სეპარატული ზავი, როგორც წესი, ომის საყოველთაო დასრულებამდე იდება ხოლმე.
სეპარატული მოლაპარაკებების ისტორიული მაგალითები:
- ბაზელის ზავი 1795 — პრუსია და ესპანეთი დაუზავდნენ პირველ საფრანგეთის რესპუბლიკას და ამით პირველი კოალიციის შემადგენლობიდან გამოვიდნენ.
- ბრესტ-ლიტოვსკის ზავი (1918) — რუსეთის იმპერიამ დაუდო ზავი გერმანიის იმპერიას ანტანტის მოკავშირეთაგან განცალკევებულად.