შინაარსზე გადასვლა

სემიონ რემეზოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიონ რემეზოვი
დაბ. თარიღი 1642[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ტობოლსკი
გარდ. თარიღი XVIII საუკუნე ან 1720[5]
გარდ. ადგილი ტობოლსკი, რუსეთის სამეფო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რუსეთის სამეფო
საქმიანობა ისტორიკოსი, არქიტექტორი, გეოგრაფი, მკვლევარი და კარტოგრაფი

სემიონ რემეზოვი (რუს. Ремезов, Семён Ульянович; დ. დაახლოებით 1642, ტობოლსკი, რუსეთის სამეფო — გ. 1720 წლის შემდეგ, ტობოლსკი, რუსეთის სამეფო) — რუსი გეოგრაფი, კარტოგრაფი და ისტორიკოსი. ავტორია 23 რუკისგან შემდგარი პირველი რუსული გეოგრაფიული ატლასისა.

1696-1697 წლებში ქალაქ ტობოლსკში შეადგინა ქვის ქალაქის გეგმა, ტობოლსკის უეზდის მიწების ნახაზები და სხვ. 1698 წელს მოსკოვში შვილთან ერთად შეადგინა ციმბირის მთლიანი ტერიტორიის ჩანახაზები. შვილებთან ერთად აგრძელებდა მუშაობას და 1701 წლისათვის დაამთავრა ნაშრომი „მთელი ციმბირის ჩანახაზები“, რომელშიც შეჯამებულია იმ დროისათვის ცნობილი მთელი გეოგრაფიული მასალა. ამჟამად ატლასით ცნობილი ეს წიგნი გამოიცა სანქტ-პეტერბურგის არქეოგრაფიული კომისიის მიერ 1882 წელს. XVII საუკუნის ბოლოს შექმნა „რემეზოვის მატიანე“. საერთო ჯამში სემიონ რემეზოვმა შეადგინა 3 ატლასი: „ციმბირის ქოროგრაფიული წიგნი“, „ციმბირის ჩანახაზების წიგნი“ და „ციმბირის სამსახურებრივი წიგნი“. ავტორია აგრეთვე ნაშრომებისა ციმბირის ისტორიის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Лебедев Д. М., География в России петровского времени, М.—Л., 1950
  • Бахрушин С. В., Очерки по истории колонизации Сибири XVI и XVII вв., М., 1927 (стр. 169, 180);
  • Андреев А. И., Очерки по источниковедению Сибири, XVII век, Л., 1939.