სეიდის ღვთისმშობლის ეკლესია
სეიდის ღვთისმშობლის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი თბილისში, აწ დანგრეული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის აღწერისას ვახუშტი ამბობს: „ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განაყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს, და ისნს-ავლაბარს, დაგარეთუბანი არს ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი“, „აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს...“. XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ სეიდების ჩამოსახლების გამო თბილისის ტერიტორიაზე სეიდების დასახლება გაჩნდა და უბანსაც სეიდების უბანი, ანუ „სეიდაბადი“ დაერქვა. პლატონ იოსელიანი თავის სიძველეთა აღწერაში ვახუშტის ეთანხმება, მაგრამ საკუთარ ვარაუდსაც გვამცნობს: „... ამ დროს კი დასახლებაში — სეიდაბადი ჩაგვესმის სეიდნეი, დამახინჯებული სახელწოდება ძველი სიდონისა, თავისი კლდოვანი მიდამოთი და ქრისტიანული განწყობით ანტილიბანონის ძველი ხალხისა ჩვენებური სეიდაბადის გარემოს რომ ჰგავს.
ბერძნებს ძველად აქ სეიდნეის ანუ სეიდის ღმრთისმშობლის ეკლესია ჰქონიათ. ფინიკიის სიდონში სეიდის დედაღვთის მონასტერი ახლაც სახელოვანია. ფრანგი მწერალი მიშო ძველი მწერლების თხზულებებზე დაყრდნობით მოგვითხრობს ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორიას, საიდანაც ვიგებთ, რომ იუსტინიანე იმპერატორმა ამ სეიდის ეკლესიას მის მიერ ოდესღაც დატყვევებული 300 ქართველი მიართვა და რომ ახლანდელი სეიდის ყველა მცხოვრები რიცხვით 30000 სული, მათი ჩამომავლები არიან. ამ დასახლებას იქაც, როგორც აქ სეიდ-აბადი ჰქვია.
სეიდაბადის მთელს მიდამოებში არსებული ეკლესიები ქრისტეს სარწმუნოების მტრებმა ააოხრეს. ბოლო ორი საუკუნე აქ მუსლიმები დამკვიდრნენ, ციხის გარნიზონის დანაშთნი, ნასახლარებზე კიბაღები გააშენეს, რომელთაც სეიდაბადი ეწოდა... “. თუ პლატონ იოსელიანის ამ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, მაშინ ეს ეკლესია, სავარაუდოდ, ქალაქ სიდონის დაქცევამდე, ე. ი. XII საუკუნემდე უნდა აშენებულიყო. სხვა ცნობები სეიდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბერძნული ეკლესიის შესახებ არმოგვეპოვება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 114-115