შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო — (შემოკლ. სამოქალაქო რეესტრი). 2005 წლის 28 დეკემბერს მიღებული იქნა კანონი ”სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები და ფუნქციები, მისი ურთიერთობა სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები.

ამავე კანონით იუსტიციის სამინიტროს დაევალა 2006 წლის 10 თებერვლამდე უზრუნველეყო სააგენტოს დებულების დამტკიცება. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 30 იანვარს. ამავე დღეს დამტკიცდა და ძალაში შევიდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება. სააგენტომ დაიწყო ფუნქციონირება როგორც დამოუკიდებელმა ორგანომ, ცალკე საჯარო დაწესებულებამ[1].

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;

ზ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ი) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის, უცხოელების ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემა;

კ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;

ლ) გვარის შესწორების (აღდგენის) შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ნ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა:

ნ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ნ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ნ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;

პ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

ჟ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;

რ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;

ს) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.[2].

სააგენტოს მიზნებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრის ფორმირება;


ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;


გ) ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;


დ) სამოქალაქო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა;


ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობის დადგენა და დოკუმენტირება.[3]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-29. ციტირების თარიღი: 2011-06-13.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-29. ციტირების თარიღი: 2011-06-13.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-29. ციტირების თარიღი: 2011-06-13.