სახალინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახალინი

სახალინი (რუს. Сахалин) — კუნძული აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან, შედის რუსეთის სახალინის ოლქში. გარს აკრავს იაპონიისა და ოხოტის ზღვები. კონტინენტისაგან გამოყოფილია თათრის სრუტით, კუნძულ ჰოკაიდოსაგან - ლაპერუზის სრუტით. გადაჭიმულია 948 კმ-ზე, საშუალო სიგანე დაახლოებით 100 კმ, მინიმალური - 6 კმ. ფართობი - 76,4 ათასი კმ². სახალინის ნაპირები სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. დიდი ყურეებია ანივა და მოთმინების ყურე. ნახევარკუნძულებია: შმიდტის, მოთმინების, ტონინ-ანივისა და კრილიონის. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები, ჩრდილოეთ ნაწილში დაბლობი ვაკეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sakhalin Unplugged (Yuzhno-Sakhalinsk, 2006) by Ajay Kamalakaran
  • John J. Stephan, Sakhalin: a History. Oxford: Clarendon Press, 1971.
  • Globetrotting for Love and Other Stories from Sakhalin Island, by Ajay Kamalakaran (Times Group Books, 2017)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: