შინაარსზე გადასვლა

საძიებო სისტემა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ასევე არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც FTP სერვერზე-ზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.

2008 წელს, კომპანია Net Applications-ის მონაცემებით Google ფლობდა მთელი ბაზრის 79.90 %-ს, Yahoo — 11.01 %, MSN — 3.23 %, AOL — 2.17 %, Microsoft Live Search — 1.57 %, Ask — 1.10 %, AltaVista — 0.09 %, Excite — 0.04 %, Lycos — 0.01 %, All the Web — 0.01 % [1].

ქრონოლოგია
სრული სიისთვის იხილეთ საძიებო სისტემების სია
წელი საძ. სისტ. მოვლენა
1993 Aliweb გაეშვა
1994 WebCrawler გაეშვა
Infoseek გაეშვა
Lycos გაეშვა
1995 AltaVista გაეშვა (DEC-ის ნაწილი)
Magellan გაეშვა (The McKinley ჯგუფი)
Excite გაეშვა
SAPO გაეშვა
1996 Dogpile გაეშვა
Inktomi დაარსდა
HotBot დაარსდა
Ask Jeeves დაარსდა
1997 Northern Light გაეშვა
Yandex გაეშვა
1998 Google გაეშვა
1999 AlltheWeb გაეშვა
GenieKnows დაარსდა
Naver გაეშვა
Teoma დაარსდა
Vivisimo დაარსდა
2000 Baidu დაარსდა
2003 Info.com გაეშვა
2004 Yahoo! Search საბოლოოდ გაეშვა
A9.com გაეშვა
2005 MSN Search საბოლოოდ გაეშვა
Ask.com გაეშვა
GoodSearch გაეშვა
2006 wikiseek დაარსდა
Quaero დაარსდა
Ask.com გაეშვა
Live Search გაეშვა
ChaCha გაეშვა ბეტა ვერსია
Guruji.com გაეშვა ბეტა ვერსია
2007 wikiseek გაეშვა
Wikia Search გაეშვა
2008 SearchMe გაეშვა
Powerset გაეშვა
Viewzi გაეშვა
Cuil გაეშვა
Boogami გაეშვა
2013 iStella გაეშვა
Aoohe გაეშვა

პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ (ინგლ. Matthew Gray), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" საიტზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.

მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა. ესენი იყვნენ Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, და AltaVista. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო Yahoo!-ც, თუმცა იმ დროისთვს მისი საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.

1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

2000 წელს Yahoo!-მ წარმოადგინა ძიების სერვისი, რომელიც Inktomi საძიებო სისტემის ბაზას იყენებდა. Yahoo!-მ შეიძინა Inktomi და Overture (რომელიც ფლობდა AlltheWeb-ს და AltaVista-ს) 2003 წელს. 2004 წლამდე Yahoo! Google-ის ბაზას იყენებდა, 2004 წელს კი მან თავისი საძიებო სისტემა შექმნა.

საძიებო სისტემების სია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]