საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
უწყების ტიპი | დეპარტამენტი |
ზემდგომი უწყება | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
საიტი | |
www.eoroad.ge |
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. დეპარტამენტის ბალანსზე, დღეისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის 1455 კმ გზა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 6943 კმ გზა ირიცხება.
საერთაშორისო მნიშვნელობის საგზაო ქსელიდან განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) სატრანზიტო მაგისტრალებზე. ეს ორი გზა ერთმანეთს საპორტო ქალაქ ფოთთან უკავშირდება და მთლიანად, 450 კილომეტრიან, მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს წარმოადგენს.
E-60 და E-70 მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების სამუშაოები 2006 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრიორიტეტებია ევროკავშირის საგზაო სტანდარტებთან ეტაპობრივი ინტეგრაცია; უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; საგზაო ინფრასტრუქტურის რაციონალური დაგეგმარება; გზების მართვის გაუმჯობესებული სისტემის ჩამოყალიბება; მონიტორინგის ფუნქციის დახვეწა; სექტორში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა; გარემოზე ზრუნვა; სოციალური და განსახლების პოლიტიკის გაუმჯობესება; აქტივობების გამჭირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების რებილიტაცია-მოდერნიზაცია; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება; ხელოვნური ნაგებობების რებილიტაცია-მშენებლობა; საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია; საგზაო ქსელის მოდერნიზაციის პერსპექტიულ პროექტებზე მუშაობა; ნაპირდაცვითი ღონისძიებები - ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკისა და სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვის ანალიზი, ორგანიზება და განხორციელება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს: E-60 და E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა; საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია - პერიოდული შეკეთება; ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია; საგზაო ინფრასტრუქტურის პერსპექტიულ პროექტებზე მუშაობა; ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.