შინაარსზე გადასვლა

სარა ჰანტერი (მორაგბე)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარა ჰანტერი

სარა ჰანტერი. 2013 წლის 9 მარტი. ინგლისის 50-ე კეპში, მე-18 წუთზე იტალიასთან დებს ლელოს
პირადი მონაცემები
სრული სახელი სარა ჰანტერი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1985
დაბადების ადგილი ნიუკასლი, დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 177 სმ
წონა 80
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია 8 ნომერი
ნომერი 8
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ინგლისი 2007-დან
თამაში 74
ქულა (557)
კარიერა
კლუბები

2004–2015 Lichfield Ladies
2015-2017 Bristol Ladies

2017-დან Loughborough Lightning
Sarah Hunter ვიკისაწყობში

სარა ჰანტერი (ინგლ. Sarah Alice Hunter; დ. 19 სექტემბერი, 1985, ნიუკასლი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ქალი მორაგბე, თამაშობდა თავისუფალ ფორვარდად. იგი ქალთა ექვსი ერის გათამაშების ხუთგზის გამარჯვებულია, ორგზის ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი.

სარამ რაგბის თამაში 9 წლისამ, გოთლენდის დაწყებით სკოლაში ისწავლა. მაშინ სკოლაში მასწავლებლად რაგბის მწვრთნელი მივიდა და ეს სპორტი ფიზკულტურის გაკვეთილებში შეიტანა. უფრო სერიოზული მომზადება კი 15 წლისამ კოლეჯში დაიწყო.[1]. 23 წლისა ლაფბოროს უნივერსიტეტში, სადაც სპორტულ მეცნიერებას და მათემატიკას სწავლობდა, რაგბის სტუდენტურ გუნდში გამოდიოდა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების ჩემპიონატიც მოიგო. 2005-დან 2009-მდე იყო Lichfield Ladies-ის გუნდის კაპიტანი.

ინგლისის ქალთა ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს, ყველაზე კარგ მოგონებად კი 2012 წელს, ლეგენდარულ „თვიქნემზე“ ახალი ზელანდიის დამრცხება იყო. იმ წელს ინგლისელებმა შემოდგომის სერია 3:0 მოიგეს. სარა ინგლისის ნაკრების კაპიტნად აირჩიეს. მანამდე კი 2010 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისში იასპარეზა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ფინალში ახალ ზელანდიელებთან დამარცხდნენ 10:13.
2011 წელს ესპანეთში ევროპის ქალთა თასზე იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა. 7 მაისს ფინალში ისინი მასპინძლებს დაუპირისპირდნენ და 68-ე წუთზე ჰანტერის გატანილი ლელოთი იმარჯვეს 5:3. მომდევნო წელს იგივე გათამაშებაზე, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა, პირველ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდნენ. ეს სარას ნაკრებში მე-40 მატჩი იყო და 61:0 იმარჯვეს. 50-ე კეპი 2013 წლის 9 მარტს, ექვსი ერის გათამაშებაში, იტალიასთან მატჩში დაუგროვდა და 18 წუთზე ლელოთი აღნიშნა.
2014 წლის გაზაფხულზე ქალთა ექვსთა თასის გათამაშებაში ნაკრებს იტალიასთან უკაპიტნა და 24:0 მოუგეს. იმ გათამაშებაში კი ხუთ მატჩში ორი ლელო დადო და ალბიონელები მეორეზე გავიდნენ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც საფრანგეთში ნაკრებს კაპიტნობდა და მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ. ფინალში მათ კანადელ ქალებს მოუგეს 21:9.
2016 წელს სარა ჰანტერი „მსოფლიო რაგბის“ ვერსიით წლის საუკეთესო ქალ რაგბისტად დაასახელეს.
2017 წელს ინგლისის ქალთა ნაკრებში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ვარსკვლავებიდან სარა ჰანტერის გარდა „ვარდებში“ ირიცხებოდნენ ემილი სკარატი, ჯეს ბრიჩი და მეგან ჯონსი. ალბიონელებმა კარგად ითამაშეს და ფინალამდე მივიდნენ, თუმც იქ ახალი ზელანდიის უძლიერეს ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ 32:41. [2] იმავე წლის ნოემბერში შემოდგომის ტესტებზე, SkySports-მა კვირის სიმბოლური ნაკრები გააკეთა, სადაც 13 კაცთან ორი ქალი ჯერ ბრიჯესი და სარა ჰანტერი მოხვდა.
2020 წელს მსოფლიო რაგბიმ ინტერნეტში ათწლეულის საუკეთესო ქალ მორაგბის გამოვლენა დაიწყო. რვა კანდიდატიდან ერთი სარა ჰანტერიც იყო. ჰანტერი რაგბის კავშირში მუშაობს და სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში რაგბის განვითარების სპეციალისტია. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ ბათში და ადგილობრივ ქალთა კლუბს წვრთნის. ნაკრებში სულ 123 კეპი აქვს დაგროვებული და 115 ქულა აქვს მოხვეჭილი,

  • Order of the British Empire (MBE) - 2015 წელს რაგბის განვითარებაში შეტანილი დიდი წვრილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. [1]. Sarah Hunter: England captain's road to being World Rugby's women's player of 2016.
  2. [2]. england-women-rugby-union-world-cup-france-new-zealand-sarah-hunter.
  3. [3]. Order of the Companions of Honour Members of the Order of the Companions of Honour.