სანტა-ბარბარა (ტელესერიალი)
სანტა-ბარბარა | |
---|---|
ჟანრი | საპნის ოპერა |
ავტორი | ჯერომ დობსონი, ბრიჯიტ დობსონი |
მონაწილეობენ | სია |
ქვეყანა | აშშ |
სეზონი | 9 |
ეპიზოდი | 2137[1] |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
გერი ა. ბრაუნი (2005-) თანაპროდიუსერები: ელენ მარი ბლამი (2005-) კერინ აშერი (2005-) |
ხანგრძლივობა | 60 წთ. |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | NBC |
ეთერში | 30 ივლისი, 1984 | — 15 იანვარი, 1993
სანტა-ბარბარა (ინგლ. Santa Barbara) — ამერიკული, მსოფლიოში ოდესმე გადაღებულ საპნის ოპერებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო სერიალი. სულ გადაღებულია 2137 სერია. სერიალში მოქმედება ხდება ქალაქ სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის შტატში. ძირითადი მოქმედება უკავშირდება კეპუელების ოჯახს, თუმცა ყურადღება სხვა ოჯახებზეც არის გამახვილებული, მაგალითად, ლოკრიჯებზე, ანდრადეებსა და პერკინსებზე.
1985 წლამდე სერიალს უშვებდნენ NBC და ბრიჯიტ და ჯერომ დობსონების Dobson Productions. ამ პერიოდიდან მათ შეუერთდა New World Pictures. მათი ახალი პარტნიორობა New World Television პასუხისმგებელი გახდა სერიალის წარმოებაზე.
სანტა-ბარბარა ეთერში გავიდა 40-ზე მეტ ქვეყანაში. [2] მისი პოპულარობა იზრდებოდა. სერიალს მოყვარულები თეთრ სახლშიც ჰყავდა. 1985 წელს, როდესაც პერსონაჟი აუგუსტა ლოკრიჯი დაბრმავდა გვირავის ჩამონგრევისას, რონალდ რეიგანისგან როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლუიზ სორელმა მიიღო წერილი გამოჯანმრთელების სურვილებით. [3] სანტა-ბარბარამ მიიღო ემი Daytime-ის 24 ჯილდო, 30 ნომინაციიდან. მან აგრეთვე მიიღო 18 საპნის ოპერის დაიჯესტის და რამდენიმე სხვა ჯილდო. [4]
NBC-ის ქსელში ადგილი ჰქონდა ცვლილებებს და 1993 წელს სერიალი დაიხურა.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალში მოთხრობილია პატარა ქალაქში მცხოვრები მდიდარი ოჯახის — კეპუელების მრავალფეროვანი და მოვლენებით მდიდარი ცხოვრების შესახებ. გარდა კეპუელებისა, სერიალს ამდიდრებს სხვა ოჯახებიც: ლოკრიჯები, ანდრადეები და პერკინსები, რომელთა ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და უამრავი პრობლებით.
პირველ სეზონში ცენტრალურ სიუჟეტად ჩენინგ კეპუელ უმცროსის მკვლელობაა წამოწეული, რომელიც სერიალში მოქმედებების დაწყებამდე ხუთი წლით ადრე მოხდა. პირველივე სერიებში ციხიდან გამოდის ჩენინგის მკვლელობისთვის გასამართლებული ჯო პერკინსი, რომელიც სანტა ბარბარაში ბრუნდება, რათა დაამტკიცოს, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი არ იყო.
სერიალი თავიდან ცოტა არეულად დაიწყო, თუმცა, სცენარისტებმა და პროდიუსერებმა ჯერომ დობსონმა და ბრიჯით დობსონმა მიწისძვრისა და სერიული მკვლელის დახმარებით ზედმეტი მსახიობები მალევე მოაცილეს ეკრანებიდან. მიწისძვრის სიუჟეტი სერიალში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული; ზოგიერთი პერსონაჟი მეტისმეტად შეაშინა, ზოგი ერთს კი რეაქცია თითქმის არ ჰქონია. ასე მაგალითად, მინსქ ლოკრიჯმა (ლაიენოლ ლოკრიჯის დედამ) განაცხადა, რომ 1984 წლის მიწიძვრა ვერც კი შეედრება 1925 წლის მიწისქვეშა ბიძგებს.
სერიალმა ისეთი პერსონაჟების შეგროვებით, როგორებიცაა იდენ კეპუელი (მერსი უოკერი), კრუზ კასტილიო (ეი მარტინესი), სისი კეპუელი (ჩარლზ ბეითმენი, მოგვიანებით ჯედ ალენი) და მისი მეუღლე სოფია არმონტი (ჯუდით მაკკონელი), მეისონ კეპუელი (ლეინ დეივისი) და ჯულია უეინ-რაიტი (ნენსი ლი გრანი), ჯინა ბლეიქ კეპუელ დემოთ თიმონზი (ლინდა ჯიბონი, მოგვიანებით რობინ მეთსონი), ავგუსტა და ლაიონელ ლოკრიჯები (ლუის სორელი და ნიკოლას ქოსთერი), დიდ წარმატებასა მაღალ სამსახიობო დონეზს მიაღწია, სერიალი რეიტინგებში წლების მანძილზე პირველ ადგილს იკავებდა.
სერიალი ცნობილია თავისი კომედიური სტილითა და უჩვეულო სცენარით. მაგალითისთვის ისიც კმარა, თუკი 1986 წლის 14 ივლისის შემდგომ სერიას ავიღებთ, როდესაც ყოფილი მონოზანი, მერი დიუვალ-მაქქონაჰი კეპუელების სასტუმროს დიდმა ასო "C"-მ მოკლა (გვარი კეპუელი ინგლისურად ასე იწერება: Capwell). ეს შეიძლება ფილმ ”American Dad”-ზე იყოს მინიშნება, როდესაც პერსონაჟი ამბობს: ჩემი ცოლი ასო C-მ მოკლაო, ოღონდ ამ ასოთი დაწყებულ Cancer-ს (კიბო) კი არ გულისმობს, არამედ, Coca-Cola-ს (კოკა კოლას).
მიუხედავად ფანების უამრავი წერილისა, დაებრუნებინათ მერი სერიალში, მსახიობმა ჰარლი ჯეინ ქოზაქმა პრესის მეშვეობით შეატყობინა ხალხს, რომ არანაირ საპნის ოპერაში გადაღებას აღარ აპირებდა.
1988 წელს დობსონებს გადასაღებ მოედანზე მისვლა აეკრძალათ, რადგან, მათ რამდენიმეჯერ სცადეს სცენარისტის გაგდება, თუმცა, უშედეგოდ. მათ სასამართლოში იჩივლეს და გაიმარჯვეს კიდეც. ამან სერიალის რეიტინგი მაინც ვეღარ ასწია, იმის მიუხედავად, რომ ”სანტა ბარბარამ” სამჯერ მოიგო ემის ჯილდო და დღის საუკეთესო დრამად დასახელდა.
ჯილ ფარენ ფელპსის ხელმძვანელობით, სერიალის წამყვან წყვილად კვლავ იდენი და კრუზი იქცნენ. ერთ-ერთ სადავო ხაზად კი იდენის სასტიკი გაუპატიურება და იმის აღმოჩენა იქცა, რომ მოძალადე მისივე ყოფილი გინეკოლოგი ზაქ ქელთონი (ლი მაქქლოსკი) აღმოჩნდა. თუმცა, მსახიობს თავისი პერსონაჟი არ მოსწონდა და ამბობდა, რომ ქალებს თავიანთი გინეკოლოგების არ უნდა ეშინოდეთ. ფელპსი სერიალიდან 1990-იანების დამდეგიდან წავიდა, რადგან ის ჩამოაქვეითეს და აღმასრულებელ პროდიუსერად ჯონ ქონბოჲ დანიშნეს, რომელიც მალევე შეცვალა სერიალის ბოლო პროდიუსერმა პოლ რაუხმა. (ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეს სამივე პროდიუსერი მოგვიანებით სერიალში „გზამკვლევი შუქი“ (Guiding Light) შეიყარნენ.
სერიალ სანტა-ბარბარადან ბევრი მსახიობი წავიდა სხვადასხვა მიზეზით: კელი კეპუელის როლის შემსრულებელი რობინ რაიტი, მერსი უოლქერი (იდენი), ჯასთინ დიასი და სხვა. პოპულარული მსახიობი ლუის სორელი (ავგუსტა) იმიტომ გაათავისფლეს სერიალიდან, რომ მისი პერსონაჟი დის ჯულიას გამაუპატიურებლის საყვარელი არ ითამაშა. იდენი, კრუზი და ლოკრიჯების ოჯახის ბევრი პერსონაჟიც იქნა მოცილებული სერიალიდან და ისინი სხვა პერსონაჟებმა ჩაანაცვლა, რამაც საბოლოოდ დასცა სანტა-ბარბარას პრესტიჟი და რეიტინგი, ამან კი სერიალის დროზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინა პროდიუსერებს. საბოლოო სერია 1993 წლის 14 იანვარს გამოვიდა. დამასრულებელ ეპიზოდში სოფია და სისი საბოლოოდ შერიგდნენ, კელიმაც (მათი უმცროსი ქალიშვილი) იპოვა ნამდვილი სიყვარული ქონორ მაქქეიბთან (ჩარლზე გრანთი), რომელსაც უორენ ლოკრიჯისა და ბიჯეის ქორწილზე ენდი ქლეინის განიარაღება მოუწია.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეპუელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოიდ ბოჩნერი (სისი კეპუელი №1) (1984 (ძირითადად ბეჭდურ ანონსებში ჩნდებოდა)
- პიტერ მარკ რიჩმენი (სისი კეპუელი №2) {30 ივლისი 1984—1984}
- პოლ ბერკი (სისი კეპუელი №3) (1984)
- ჩარლზ ბეიტმენი, FRIBA (სისი კეპუელი №4) (1984—1986)
- ჯედ ალენი (სისი კეპუელი №5) (1986- 15 იანვარი 1993)
- ლეინ დეივისი (მეისონ კეპუელი №1) (30 ივლისი 1984 —ივლისი1989)
- ტერი ლესტერი (მეისონ კეპუელი №2) (ოქტომბერი 1989 — დეკემბერი 1990)
- გორდონ თომსონი მეისონ კეპუელი №3) (დეკემბერი 1990 — 15 იანვარი 1993)
- რობინ რაიტი (კელი კეპუელი №1) (30 ივლისი 1984—1988))
- კიმბერლი მაკ-ართური (კელი კეპუელი №2) (1988—1989)
- კერინგტონ გორლენდი (კელი კეპუელი №3) (1989—1991)
- ეილინ დევიდსონი (კელი კეპუელი №4) (1991 — 15 იანვარი 1993)
- მერსი უოკერი (იდენ კეპუელი) (1984—1991)
- ტოდ მაკ-კი (ტედ კეპუელი №1) (30 ივლისი 1984—1989)
- მაიკლ ბრეინარდი (ტედ კეპუელი №2) (1991 — 15 იანვარი 1993)
- რობერტ ბრაიან უილსონი (ჩენინგ კეპუელ უმცროსი) (1984, 1985, 1991)
- ჯონ კონსიდაინი (გრანთ კეპუელი) (1986)
- ტერი დეივისი (მედლინ კეპუელ ლორანი) (1986)
- ჯულია კემპბელი (კორთნი კეპუელი) (1986)
- როზმარი ფორსაითი (დომინიკ / სოფია კეპუელი №1) (1984)
- ჯუდით მაკ-კონელი (სოფია კეპუელი №2) (1984 — 15 იანვარი 1993)
- სამანთა ეგარი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი) (1987 (მხოლოდ მოგონებებში)
- შირლი ენ ფილდი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი №1) (1987)
- მარჯ დიუსეი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი №2) (1987—1988, 1991)
- კრისტენ მედოუზი (ვიქტორია „ტორი“ ლეინ კეპუელი) (1986—1989)
ლოკრიჯები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუდით ანდერსონი (მინქს ლოკრიჯი №1) (30 ივლისი 1984—1987)
- ჯენის პეიჯი (მინქს ლოკრიჯი №2) (1990 — 15 იანვარი 1993)
- ნიკოლას ქოსთერი (ლაიონელ ლოკრიჯი) (1984—1986, 1991 — 15 იანვარი 1993)
- დონ სთიუართი (ლაიონელ ლოკრიჯი) (1985 — დროებითი შევლა)
- ჯული რონი (ლეიკენ ლოკრიჯი №1) (30 ივლისი 1984—1986)
- სიუზენ მარი სნაიდერი (ლეიქენ ლოკრიჯი №2) (1987—1988)
- შელ დენიელსონი (ლეიქენ ლოკრიჯი №3) (1990—1991)
- ჯონ ალენ ნელსონი () (უორენ ლოკრიჯი №1) (1984—1986)
- სკოტ ჯენკინსი (უორენ ლოკრიჯი №2) (1987)
- ჯეკ ვაგნერი (უორენ ლოკრიჯი №3) (1991—15 იანვარი 1993)
- კერენ მონკრიპი (კასანდრა ბენედიქტი) (1990—1992)
- ლუის სორელი (ავგუსტა ლოკრიჯი) (1984—1986, 1988—1989, 1989—1991)
პერკინსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეინ უიზერსპუნი (ჯო პერკინსი) (1984)
- მარკ არნოლდი (ჯო პერკინსი №2) (1984—1985)
- მელისა რივზი (ჯეინ პერკინსი) (1984—1985)
- კერი შერმანი (ემი პერკინს უოლესი) (1984—1986)
ანდრადეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგარიტა კორდოვა (როზა ანდრადე) (30 ივლისი 1984—1987, 1991 — 15 იანვარი 1993)
- ისმაელ ისტ კარლო (რუბენ ანდრადე) (1984—1985)
- რუპერტ რევენსი (დენი ანდრადე) (30 ივლისი 1984—1986)
- ავა ლასარი(სანტანა ანდრადე №1) (1984)
- მარგარეტ მაიკლზი (სანტანა ანდრადე №2) (1985)
- ჯინა გალეგო (სანტანა ანდრადე №3) (1985—1987, 1989)
- ვანდა დე ხესუსი (სანტანა ანდრადე №4) (1991—1992)
კასტილიოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეი მარტინესი (კრუზ კასტილიო) (1984—1992)
- კარმენ ზაპატა(კარმენ კასტილიო) (1987—1988)
- ჰენრი დეროუ (რაფაელ კასტილიო №1) (1989—1992)
- რობერთ ფონთეინ უმცროსი (რეიფ კასტილიო) (1992—1993)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სანტა-ბარბარა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- სანტა-ბარბარა TV.com-ზე დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Capridge.Com დაარქივებული 2018-11-05 საიტზე Wayback Machine. ფანსაიტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1]", NBC. URL last accessed 2008-06-16
- ↑ Santa Barbara in other countries, Fan site, last accessed 2008-06-16"
- ↑ Popularity of Santa Barbara დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine. , Project 80s, last accessed 2008-06-16"
- ↑ Emmy Awards for Santa Barbara NBC, URL last accessed 2008-06-16
- 1984 წელს დაწყებული ამერიკული ტელესერიალები
- 1993 წელს დასრულებული ამერიკული ტელესერიალები
- 1980-იანი წლების ამერიკული დრამატული ტელესერიალები
- 1990-იანი წლების ამერიკული დრამატული ტელესერიალები
- 2010-იანი წლების ამერიკული დრამატული ტელესერიალები
- ამერიკული საპნის ოპერები
- NBC-ის გადაცემები
- ინგლისურენოვანი ტელეპროგრამები
- NBC-ის საპნის ოპერები