სან-ვისენტეს დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
სან-ვისენტეს დეპარტამენტი
Departamento de San Vicente
დროშა გერბი

ქვეყანა სალვადორის დროშა სალვადორი
ადმ. ცენტრი San Vicente
კოორდინატები 13°39′00″ ჩ. გ. 88°47′00″ დ. გ. / 13.65000° ჩ. გ. 88.78333° დ. გ. / 13.65000; -88.78333
დაარსდა 1824
ფართობი 1 184 კმ²
მოსახლეობა 230 205 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 194,43 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC−6

სან-ვისენტე (ესპ. San Vicente) — სალვადორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია სან-ვისენტე. შედგება 13 მუნიციპალიტეტისგან.

დეპარტამენტის ფართობი 1 184 კმ²-ია, მოსახლეობა — 230 205 ადამიანი (2006 წ). შეიქმნა 1824 წლის 12 ივნისს. ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობისას (1834—1840), სან-ვისენტე სალვადორის დედაქალაქი იყო.

დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს სანაპირო მასივის ერთ-ერთი ულამაზესი ვულკანი სან-ვისენტე (ადგილობრივი სახელი ჩიჩონტეპეკი), რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 173 მეტრია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Atlas Geográfico Universal y de El Salvador. Editorial Océano. Edición 1995 ISBN 84-494-0135-6