შინაარსზე გადასვლა

სამთავისის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამთავისის საეპისკოპოსოსაქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო. VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ისიდორემ (ეზდერიო) - აქ ააშენა ეკლესია. 1030 წელს ეპისკოპოსმა ილარიონ ყანჩაელმა სამთავისში ააშენა ახალი დიდებული ტაძარი. თამარის დროს სამთავისის საეპისკოპოსო სამართავად გადაეცათ ჯერ მიქელ, ხოლო შემდეგ ანტონ კათალიკოსებს. სამთავნელ ეპისკოპოსთა სამწყსოს საზღვრები საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, მაგრამ ძირითადად მაინც მოიცავდა მდინარეების ქსნისა და ლეხურის სოფლებს. სამთავისის საეპისკოპოსო გაუქმდა 1811 წელს.