სამედიცინო პარაგრაფები
იერსახე
„სამედიცინო პარაგრაფები“ — XVIII საუკუნის (1714 -1724) სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ვახტანგ VI. წიგნი შედგება 37 პარაგრაფისაგან, სადაც ძირითადად დახასიათებულია არაორგანული წარმოშობის სამკურნალო საშუალებანი, მათ შემზადების და გამოყენების წესები. აღწერილია წამლები, რომნლებსაც იყენებდნენ ხველების, გულის, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების, სახსრების და სხვა დაავადებათა დროს. დახასიათებულია კოსმეტიკური საშუალებანი — მათეთრებელი მალამო, სურნელოვანი ნაერთები, თმის შავი საღებავი, თმის ამოსაყვანი წამლები და სხვა. ტექსტში შეინიშნება რუსული და ლათინური ტერმინოლოგიის გავლენა, რაც იმას მოწმობს, რომ ავტორი კარგად იცნობს რუსულ და ევროპულ მედიცინას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენგელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 716.