საბინა ბერგმან-პოლი
იერსახე
საბინა ბერგმან-პოლი — (ქალიშვილობის გვარი შულცი, დ. 20 აპრილი, 1946, ქალაქი ეიზენახი) — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი სახელმწიფოს მეთაური (5 აპრილი, 1990 - 2 ოქტომბერი, 1990).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისათვის უმძიმეს პოლიტიკურ პერიოდში, 1990 წლის მარტში არჩეულ იქნა სახალხო პალატის თავმჯდომარედ, ხოლო 5 აპრილს დანიშნეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტად და ეს თანამდებობა ეკავა 1990 წლის 3 ოქტომბრამდე ორი გერმანიის გაერთიანებამდე. გაერთიანების შემდეგ 1990-1991 წლებში იყო გერმანიის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი და ბუნდესტაგის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რიგებიდან. 2002 წელს დატოვა ბუნდესტაგის რიგები და ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.