რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
| |
მდებარეობა | ბუქარესტი, რუმინეთი |
---|---|
მშენებლობის დამთავრება | 1859 |
სახელობა | |
წიგნები | ≈13,000,000 |
მენეჯმენტი | კლაუდია შერბენუტე |
ვებ-საიტი | http://www.bibnat.ro/ |
რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (რუმ. Biblioteca Naţională a României) — რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა. ის წარმოადგენს რუმინეთში გამოცემული ნებისმიერი ნაბეჭდი წიგნის საცავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოთეკის ფესვები მოდის წმინდა საბას კოლეჯის ბიბლიოთეკიდან, რომელიც 1859 წელს გაიხსნა და იქ ფრანგული წიგნების 1000 ტომი განთავსდა. ამის შემდეგ ბიბლიოთეკამ ეროვნული სტატუსი მიიღო (Bibliotecă Naţională şi Bibliotecă Centrală - ეროვნული და ცენტრალური ბიბლიოთეკა). 1864 წელს სახელმწიფოს ცენტრალური ბიბლიოთეკის სტატუსი მიიღო (Biblioteca Centrală a Statului).
1901 წელს ყველა წიგნი გადაეცა რუმინეთის აკადებიის ბიბლიოთეკას და მან ეროვნული თვისებები მიიღო. 1989 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბიბლიოთეკას ოფიციალურად ეწოდა ეროვნული ბიბლიოთეკა.
ახალი შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს დაიწყო ბიბლიოთეკისთვის ახალი უფრო დიდი შენობის მშენებლობა. თავდაპირველად არქიტექტორი იყო ცეზარ ლაზარესკუ, რომელიც 1986 წელს გარდაიცვალა. დაფინანსების სიმცირის გამო მშენებლობა 2009 წლამდე შეჩერებული იყო. მშენებლობა საბოლოოდ 2011 წელს დასრულდა, ხოლო გახსნა მოხდა 2012 წელს.[1]
მისისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ დაწესებულებას და მას კურირებს კულტურის სამინისტრო. მისი მიზანია დაიცვას რუმინული გამოცემები და გახადოს ისისნი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კვლევითი ან სხვა მიზნებისთვის.
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას აქვს რამდენიმე სპეციალური კოლექცია, მათ შორის:
- Bibliofilie; იშვიათი წიგნები
- Manuscrise; ხელნაწერები
- მათ შორის ლორშის ოქროს კოდექსი
- Arhiva Istorică; ისტორიული არქივები
- Periodice româneşti vechi; ძველი რუმინული გაზეთები
- Stampe; ანაბეჭდები
- Fotografii; ფოტოგრაფები
- Cartografie; რუკები
- Audio-Vizual; აუდიო - ვიდეო
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 13,000,000 ნივთი
- 162 ინკუნაბულა
- 20,054 რუმინული და უცხოური ძველი წიგნი
- 10,964 რუმინული და უცხოური იშვიათი წიგნი
- 29,350 აუდიოვიზუალური დოკუმენტი
- 36,759 ძველი და ახალი ხელნაწერი
- 47,745 სერიალი
- 800-ზე მეტი ანაბეჭდი
- 70,000 ფოტო