შინაარსზე გადასვლა

როტორუა (ტბა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როტორუის ტბა
Lake Rotorua
კოორდინატები: 38°05′ ს. გ. 176°16′ ა. გ. / 38.083° ს. გ. 176.267° ა. გ. / -38.083; 176.267
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 280 
სიგრძე 12,1 კმ
სიგანე 9,7 კმ
ფართობი 79,8 კმ²
საშუალო სიღრმე 10 
მაქსიმალური სიღრმე 45 
როტორუა (ტბა) — ახალი ზელანდია
როტორუა (ტბა)

როტორუაახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის მეორე უდიდესი ტბა; მოიცავს 79,8 კმ²-ს.[1] საშუალო სიღრმე 10 მეტრია. წყლის მოუცლობით ჩამოუვარდება ახლომდებარე ტარაუერის ტბას. მდებარეობს ბეი-ოვ-პლენტის რეგიონში. სამხრეთ ნაპირზე გაშენებულია ქალაქი როტორუა.

ტბა წარმოიქმნა ტაუპოს ვულკანური ზონის საკმაოდ დიდი ვულკანის კრატერისგან. მისი ბოლო დიდი ამოფრქვევა 240 000 წლის წინ მოხდა. ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანის ქვეშ არსებული მაგმის მორევი ჩაინგრა. როტორუის კალდერაში დარჩა წრიული დებრესია, სადაც დღეს ტბაა ჩაგუბებული. მის სიახლოვეს, აღმოსავლეთით, აქტიურ ვულკან ტარავერის ბაზისის ირგვლივ, ასევე ვულკანური წარმოშობის რამდენიმე სხვა ტბა მდებარეობს.

როტორუის ტბა რამდენიმე მდინარისა და ნაკადულის წყლით იკვებება.


  1. (1987) რედ. Viner, A.B.: Inland waters of New Zealand. Wellington: DSIR Science Information Publishing Centre, გვ. 471–474. ISBN 0-477-06799-9.