შინაარსზე გადასვლა

რობერტ გრანტ ეიტკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ გრანტ ეიტკენი
ინგლ. Robert Grant Aitken
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1864(1864-12-31)[1] [2]
დაბ. ადგილი ჯექსონი
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1951(1951-10-29)[1] [3] [4] [2] (86 წლის)
გარდ. ადგილი ბერკლი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი ლიკის ობსერვატორია
ალმა-მატერი უილიამსის კოლეჯი
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ბრიუსის მედალი[5] და ლალანდის პრემია

რობერტ გრანტ ეიტკენი (ინგლ. Robert Grant Aitken; დ. 31 დეკემბერი, 1864, ჯექსონი, კალიფორნიის შტატი, აშშ — გ. 29 ოქტომბერი, 1951, ბერკლი, კალიფორნიის შტატი, აშშ) — ამერიკელი ასტრონომი. აშშ-ის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1918)[6].

1891 წლიდან მუშაობდა მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორად წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში (სტოკტონი, კალიფორნია), 1895 წლიდან — კალიფორნიის ლიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში, 1923 წლიდან — კალიფორნიის ლიკსის ასტრონომიულ ობსერვატორიაში, 1923 წლიდან — დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1930-1935 წლებში — ობსერვატორიის დირექტორი. სისტემატურად სწავლობდა ორმაგი ვარსკვლავებს, ზომავდა მათ მდებარეობებს და ითვლიდა მათ მოძრაობებს. აღმოაჩინა 3000-ზე მეტი ორმაგი ვარსკვლავი. მან შექმნა ვარსკვლავების კატალოგი — „ორმაგი ვარსკვლავების ახალი გენერალური კატალოგი ჩრდილოეთ პოლუსიდან 120°-ში“ («New General Catalogue of Double Stars Within 120° of the North Pole») და გამოაქვეყნა 1932 წელს. მან ასევე გაზომა მდებარეობები და გამოთვალა კომეტებისა და ბუნებრივი თანამგზავრების ორბიტები.

მის პატივსაცემად ასტეროიდს 3070 ეიტკენს და მთვარის კრატერს (ეიტკენი) დაარქვეს მისი სახელი.

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც., თბ., ფანტაზია, 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
  • «Aitken, Robert Grant». Encyclopædia Britannica from Encyclopædia Britannica 2007 Ultimate Reference Suite.