რობერტ გრანტ ეიტკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ გრანტ ეიტკენი
ინგლ. Robert Grant Aitken
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1864(1864-12-31)[1] [2]
დაბ. ადგილი ჯექსონი
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1951(1951-10-29)[1] [3] [4] [2] (86 წლის)
გარდ. ადგილი ბერკლი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი ლიკის ობსერვატორია
ალმა-მატერი უილიამსის კოლეჯი
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ბრიუსის მედალი და ლალანდის პრემია

რობერტ გრანტ ეიტკენი (ინგლ. Robert Grant Aitken; დ. 31 დეკემბერი, 1864, ჯექსონი, კალიფორნიის შტატი, აშშ — გ. 29 ოქტომბერი, 1951, ბერკლი, კალიფორნიის შტატი, აშშ) — ამერიკელი ასტრონომი. აშშ-ის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1918)[5].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წლიდან მუშაობდა მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორად წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში (სტოკტონი, კალიფორნია), 1895 წლიდან — კალიფორნიის ლიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში, 1923 წლიდან — კალიფორნიის ლიკსის ასტრონომიულ ობსერვატორიაში, 1923 წლიდან — დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1930-1935 წლებში — ობსერვატორიის დირექტორი. სისტემატურად სწავლობდა ორმაგი ვარსკვლავებს, ზომავდა მათ მდებარეობებს და ითვლიდა მათ მოძრაობებს. აღმოაჩინა 3000-ზე მეტი ორმაგი ვარსკვლავი. მან შექმნა ვარსკვლავების კატალოგი — „ორმაგი ვარსკვლავების ახალი გენერალური კატალოგი ჩრდილოეთ პოლუსიდან 120°-ში“ («New General Catalogue of Double Stars Within 120° of the North Pole») და გამოაქვეყნა 1932 წელს. მან ასევე გაზომა მდებარეობები და გამოთვალა კომეტებისა და ბუნებრივი თანამგზავრების ორბიტები.

მის საპატივცემულოდ ასტეროიდს 3070 ეიტკენს და მთვარის კრატერს (ეიტკენი) დაარქვეს მისი სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც., თბ., ფანტაზია, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
  • «Aitken, Robert Grant». Encyclopædia Britannica from Encyclopædia Britannica 2007 Ultimate Reference Suite.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]