შინაარსზე გადასვლა

რენე იგიტა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენე იგიტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე რენე იგიტა საპატა
დაბადების
თარიღი
27 აგვისტო, 1966 (1966-08-27) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
მედელინი, კოლუმბია
სიმაღლე 176 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1985 მილიონარიოსი 16 (7)
1986–1992 ატლეტიკო ნასიონალი 112 (1)
1992 რეალ ვალიადოლიდი 15 (2)
ეროვნული ნაკრები
1987–1999 კოლუმბია 68 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხოსე რენე იგიტა საპატა (ესპ. José René Higuita Zapata; დ. 27 აგვისტო, 1966, მედელინი, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, მეკარე, მეტსახელად „შეშლილი“ (ესპ. El Loco). ცნობილი იყო თავისი განსხვავებული თამაშის სტილით. ახასიათებდა საკუთარი პოზიციის დატოვება და როგორც ბურთის ართმევაზე თამაში, ასევე, დრიბლინგით წინ გაჭრაც.

იგიტას თამაშის სტილი პირველად ფართო აუდიტორიამ იხილა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით იგიტა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში საუკეთესო მეკარეთა შორის მე-8 ადგილს იკავებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]