შინაარსზე გადასვლა

რევოლუციის მატიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„რევოლუციის მატიანე“ქართული ისტორიული ჟურნალი, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის კომისუუს ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1923–1931 წლებში. სულ გამოიცა 24 ნომერი. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია, გამომცემელი — პარტიის საბჭოთა პრესის ცენტრალური კანტორა, 1925 წლიდან სახელგამი. ჟურნალში გამოქვეყნებულია მასალები საქართველოს კომპარტიისა და ამიერკავკასიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდა; დაბეჭდილია ფილიპე მახარაძის, მ. ცხაკაისა, ა. ენუქიძის, შ. ლეჟავას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის, თ. ჟღენტის, ს. თოდრიას, მ. ჩოდრიშვილის, ვ. სტურუასა და სხვათა წერილები და მოგონებები. 1933 წელს „რევოლუციის მატიანის“ ნაცვლად გამოვიდა კრებული „პროლეტარული რევოლუცია“. ტირაჟი 1500–9000 (1931).