შინაარსზე გადასვლა

რაბია სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაბია სულთანი
მშობლიური სახელი Rabia Sultan
დაბადების თარიღი 1680
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1712
ედირნე, ოსმალეთის იმპერია
წოდება ჰასეკი სულთანი
(6 ოქტომბერი 16926 თებერვალი 1695)
რელიგია მართლმადიდებლობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) აჰმედ II
შვილ(ებ)ი შეჰზადე იბრაჰიმი
შეჰზადე სელიმი
ასიე სულთანი

რაბია სულთანი (ოსმ. رابعه سلطان; დ. 168014 იანვარი 1712[1]) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აჰმედ II-ის ხარჭა.

რაბია სულთანი, რომლის ნამდვილი სახელი უცნობია, თათრების ერთ-ერთი დავდასხმის დროს დაიჭირეს და მონად გაყიდეს. რაბია სულთან აჰმედს ხარჭად მისმა ერთ-ერთმა დამ გაუგზავნა. ოსმალეთის ქალი სულთნები საიმპერატორო ჰარამხანაში ცხოვრობდნენ, რომელიც ოსმალეთის სასახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ოსმალეთის ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ რაბიას არაბული სახელი უწოდეს. სულთნის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან სხვა სულთნებს უფრო მეტი შვილი ჰყავდათ აჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასვლისთვის და ვალიდე სულთნის წოდების მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

1692 წლის 6 ოქტომბერს მან ორი ვაჟიშვილი, შეჰზადე იბრაჰიმი და შეჰზადე სელიმი შეეძინა, რომელსაც 1693 წელს ასიე სულთნის დაბადება მოჰყვა. [2] 1695 წელს აჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, რაბია ასიე სულთანთან და აჰმედ II-ის გარემოცვის წევრებთან ერთად ძველ სასახლეში გადაასახლეს. მის ვაჟი, შეჰზადე იბრაჰიმი ახალ ვალიდე სულთანს, ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანს აღსაზრდელად გადასცეს.

რაბია სულთანი 1712 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. იგი მის მეუღლის გვერდით, სულეიმან I-ის მეჩეთის აკლდამაში დაკრძალეს.

  1. Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 6 February 2014.
  2. Leslie P. Peirce (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press, გვ. 106–107. ISBN 978-0-195-08677-5.