შინაარსზე გადასვლა

ჟურნალისტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟურნალისტი — პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი. (10 აგვისტო, 1991) – საქართველოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 21-ე მუხლი. კანონი 2004 წელს შეიცვალა და მას დაერქვა: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც საერთოდ არ არის ჟურნალისტის ცნება განმარტებული, ხოლო ამ პროფესიის შესახებ სახეშეცვლილ კანონში საუბარია მხოლოდ 3 მუხლში:

პროფესიული სტანდარტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: „ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]