შინაარსზე გადასვლა

პუენტე ნუევო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუენტო ნუევო

პუენტო ნუევე ( ესპ. Puente Nuevo, „ახალი ხიდი“) — ქალაქ რონდაში არსებული ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქს გარე სამყაროსთან. ხიდი აშენებულია მდინარე გვადალევინის მიერ შექმნილი 120 მეტრიანი უფსკრულის თავზე. პუენტო ნუევე არის მესამე და ყველაზე დიდი ხიდი ამ ადგილას არსებულ სამ ხიდს შორის. ხიდის მშენებლობა 1793 წელს დასრულდა. მისი არქიტექტორი იყო ხოსე მარტინ დე ალდეჰუელა, ხოლო მთავარი მშენებელი - ხუან ანტონიო დიას მაჩუკა.

პუენტო ნუევეს მშენებლობა 1759 წელს დაიწყო და 34 წელი გაგრძელდა. [1] ცენტრალური თაღის ზემოთ არის მცირე ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის, ციხედ. 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარე იყენებდა ამ ოთახს მოწინააღმდეგეების საწამებელ ადგილად. გარკვეული მონაცემებით არაერთი ადამიანი წამების შემდეგ 120 მეტრიანი სიმაღლიდან მდინარეში ჩააგდეს. [2]

  1. History of the Puente Nuevo. Ronda Today. ციტირების თარიღი: 7 March 2017.
  2. Thomas (1961). p. 176.

რესუსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ronda Today ინგლისურენოვანი ტურისტი ინფორმაცია რონდასა და მიმდებარე ტერიტორიების შესახებ.